„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.113.016517
7
26/06/2024
ვებგვერდი, 27/06/2024
210020010.35.113.016517
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 26 ივნისი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N2587-XIმს-Xმპ; 9.02.2023) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო  კოდი: 210020010.35.113.016357) და დადგენილების მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია