დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016873 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/2020 წ., 010250050.35.160.016596) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი N1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის 11 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მაგისტრანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში).“; ბ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის 12 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები დოქტორანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში).“; გ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 4. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირების (რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი) დაფინანსებას არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში). აღნიშნული კატეგორიის სტუდენტები დაფინანსდებიან პირველი კურსის პირველი სემესტრიდან.“; დ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები