ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016872
139
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250050.35.160.016872
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №139

2024 წლის 27 ივნისი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2019 წ., 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნуს შემდეგი შინაარსის ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“:

ა) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 3000.00 ( სამი ათასი) ლარს.“ю

2. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის  განხორციელების წესში“:

ა) შევიდეს ცვლილება პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილე პირის, მარტოხელა მშობლის შვილის (18 წლის ასაკის მიღწევამდე) სარეიტინგო ქულით 70 001-დან 150 000-ის ჩათვლით (შემდგომში  ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.“;

ბ) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მარტოხელა მშობელი  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.“;

გ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, მარტოხელა მშობლის შვილის (18 წლის ასაკის მიღწევამდე, სარეიტინგო ქულით 70 001-დან – 150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრ შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება.“;

დ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მარტოხელა მშობლის შვილი;“;

ე) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.“.

3. პირველი მუხლის „ე“ პუნქტით დამტკიცებული „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) სოციალური მხარდაჭერა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე