„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016869
136
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250050.35.160.016869
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №136

2024 წლის 27 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 26/12/2019წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

1.1 პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).“.

1.2 პირველი მუხლის „მ“ პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესი მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200.00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენას ან ბინის ქირით უზრუნველყოფას.“.

1.3 პირველი მუხლის „ო“ პუნქტით დამტკიცებული სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესშიშეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე