საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018529
111/ნ
01/07/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
430110000.22.022.018529
საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 

 ბრძანება №111/ნ

2024 წლის 1 ივლისი

ქ.თბილისი

 

 

საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე

 


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს ,,საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს,  წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესი“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი




საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს,  წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი აწესრიგებს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს,  წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესს.

მუხლი 2. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ  მინისტრი) ბრძანებით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს ხარჯების დასაფინანსებლად. ასევე, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად.

2. საჯარო სკოლებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებით დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და ასევე, საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის გამო, დამატებითი ანაზღაურების სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

 

 

მუხლი 3. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია და ვადები

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრისა და იანვრის თვეებისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადი განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) საშუალებით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:

ა) დანართი №1:

ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინიშნება, ჩართულია, თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის და კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

ბ) დანართი №2:

ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობისა, რომელთაც ასწავლის და კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

2. მართვის სისტემა ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. სამინისტრო ივლისისა და აგვისტოს თვეებში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ ივნისის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით.

4. სამინისტრო სექტემბერის თვეში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ აგვისტოს თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით.

5. სამინისტრო იანვრის თვეში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ დეკემბრის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით.

6. სამინისტრო, მართვის სისტემის მიერ ივლისისა და აგვისტოს თვეებში სამინისტროსათვის მოწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებს წარმოქმნილ განსხვავებას და გადარიცხავს ივლისისა და აგვისტოს თვეებისათვის საჯარო სკოლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადარიცხულ დამატებითი დაფინანსების მოცულობასა და საჯარო სკოლებისათვის ივლისისა და აგვისტოს თვის გადასარიცხ დამატებითი დაფინანსების მოცულობას შორის სხვაობას.

7.  საჯარო სკოლებისათვის სექტემბრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ – 25 სექტემბრის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 სექტემბრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით  არსებული საათობრივი დატვირთვა და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ 25 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა. ხოლო, თითოეული სპეციალური მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით  არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ 25 სექტემბრის მდგომარეობით არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა.

8. საჯარო სკოლებისათვის იანვრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე – წინა სემესტრის 10 დეკემბრის მდგომარეობით და სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ – 25 იანვრის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 იანვრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდში – წინა სემესტრის 10 დეკემბრის მდგომარეობით  არსებული საათობრივი დატვირთვა და სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ 25 იანვრის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა. ხოლო, თითოეული სპეციალური მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდში – წინა სემესტრის 10 დეკემბრის მდგომარეობით  არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ 25 იანვრის მდგომარეობით არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა.

9. სამინისტრო, მართვის სისტემის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებს წარმოქმნილ განსხვავებას და გადარიცხავს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტების შესაბამისად იანვრისა და სექტემბრის თვეებისთვის საჯარო სკოლებისათვის გადარიცხულ დამატებითი დაფინანსების მოცულობასა და საჯარო სკოლებისათვის იანვრისა და სექტემბრის თვეების გადასარიცხ დამატებითი დაფინანსების მოცულობას შორის სხვაობას.

10. ამ მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები ითვალისწინებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის მიერ ასახულ ინფორმაციას საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახებ.

მუხლი 4. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა

1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.

2. საჯარო სკოლის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გავლით სამინისტროში წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ სკოლას საბანკო ანგარიშზე არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური სახსრები სამინისტრო უზრუნველყოფს კორექტირების ფარგლებში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.

მუხლი 5. საჯარო სკოლებისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება

საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის ან/და სხვა მიზეზით წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა.

მუხლი 6. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაც საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ ის  ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის 2024 წლის ივლისის თვისთვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემამ უზრუნველყოს ზოგადი განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამ წესის მე-3 მუხლში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება არაუგვიანეს 2024 წლის 5 ივლისისა.