დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4334-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.102312 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) მე-11 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით.“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საქართველოს საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით, ბრძანებით ამტკიცებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესს.“. მუხლი 2. 2025 წლის 3 იანვრამდე შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4334-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები