დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მერუნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-275 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 24/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.010.000.22.032.007.870 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.007.870
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-275
2005 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
�საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა�ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და �საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის �თ� ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. �საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა�ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 07.09.01 წ., №95, მუხ. 693) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.�;
ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამმართველოს მოხელეებს. წარუდგენს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების კანდიდატურებს�;
გ) მე-5 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�თავი V. დეპარტამენტის სტრუქტურა
��� მუხლი 9
1. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მართვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა. ცენტრალური აპარატის მოხელეთა, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. დეპარტამენტის უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, დეპარტამენტის აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება კომპეტენციის ფარ-გლებში. დეპარტამენტის ინტერესების დაცვა სასამართლოში, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში ტერიტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევა და დახმარება. დეპარტამენტის აპარატში საქმისწარმოების და სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა.
ა.ა) ადმინისტრაციული სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
ა.ა.ა) საორგანიზაციო განყოფილება.
ბ) ჰიდრომელიორაციული სისტემების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ჰიდრომელიორაციული სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამელიორაციო ღონისძიებების ერთიან ტექნიკურ და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ჰიდრომელიორაციული სისტემების, ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების, წყალსატევების და სხვა დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის და საექსპლუატაციო ღონისძიებების პროგრამების შედგენის, აგრეთვე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სხვა ქონების არსებული წესით განსხვისებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და წარდგენის ორგანიზება, კოორდინაცია და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
ბ.ა) სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
ბ.ა.ა) საინჟინრო-ტექნიკური განყოფილება;
ბ.ა.ბ) სამელიორაციო ღონისძიებების განყოფილება.
გ) წყალსამეურნეო მართვის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში წყალსარგებლობის, წყლის მართვასა და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიან ტექნიკურ და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება და უზრუნველყოფა. სამელიორაციო ასოციაციებისათვის დახმარება და ხელშეწყობა. რეგიონალური წყალსამეურნეო მართვის, სამელიორაციო ასოციაციების, სხვა წყალმომხმარებლების და მიწათმოსარგებლეების სამელიორაციო მომსახურების ორგანიზება, კოორდინაცია და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
გ.ა) სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
გ.ა.ა) წყალსაცავების და წყალსარგებლობის განყოფილება;
გ.ა.ბ) მექანიზაციის და ენერგეტიკის განყოფილება.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში სახელმწიფო შესყიდვების და სახელშეკრულებო საქმიანობის საკანონმდებლო და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება, ხელშეწყობა, უზრუნველყოფა და ინსპექტირება. სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად სახელშეკრულებო ურთიერთობების პროცედურების წარმართვის ორგანიზება. კონკრეტულ შესყიდვებზე ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობების შემუშავება, განხილვის, შეთანხმების და ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის საჭიროებისათვის შეძენილი მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის და დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე მათი განაწილების უზრუნველყოფა. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და გასაწევი მატერიალური მომსახურების საჭიროების განსაზღვრა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
ე) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიან მეთოდოლოგიურ, საკანონმდებლო და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება, ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტების შედგენა. საბიუჯეტო ასიგნებების ფორმირება და განწერა. დამტკიცებული ბიუჯეტის ეკონომიკური მაჩვენებლების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე დაყვანის, საშტატო რიცხოვნობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრის უზრუნველყოფა. კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენის, განხილვის და დამტკიცების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების შიდა კონტროლის უზრუნველყოფა. სამელიორაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტთან ურთიერთობის საკითხები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სხვა ქონების გამოყენების, საბიუჯეტო და სხვა სახსრების ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა.
ვ) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა გლობალური დანიშნულების ცენტრში ჩართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების ათვისება, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის შედგენა, დამუშავება და კლასიფიცირება. დარგის განვითარების, სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციისა და მართვის თანამედროვე სქემების შემუშავება ინფორმაციულ-ანალიტიკური მეთოდის მეშვეობით.
2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
გ) აჯამეთის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
დ) არაგვი-ქსნის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ე) ზემო ალაზნის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ვ) ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ზ) იაღლუჯის გაწყლოვანების სისტემის სამმართველო;
თ) კეხვი-ვანათის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ი) მაშველის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
კ) მაშავერას სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ლ) მესხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
მ) მტკვარი-ქსნის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ნ) მტკვარი-ჯანდარის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ო) რიონი-ჩოლოქის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
პ) რიონი-ენგურის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ჟ) რიონის სარეგულაციო ნაგებობის სამმართველო;
რ) სკრა-ქარელის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ს) ტაშისკარის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ტ) ტირიფონი-სალთვისის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
უ) მტკვარი-ალგეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ფ) ქვემო ალაზნის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ქ) ქვემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ღ) ცხენისწყლის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ყ) ცხენისყალი-ცივის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
შ) წითელი გორა-კაბალის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ჩ) ხრამი-დებედას სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ც) ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ძ) ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული სამმართველო.�.
2. სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა (დ. გუბელაძე) უზრუნველყოს �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ მირიან დეკანოიძემ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები