დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 115/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430090000.22.022.018533 |
|
„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 05/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017667) პირველი მუხლით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
დანართი
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს, აგრეთვე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესს.
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით (შემდგომ – ბენეფიციარები).
მუხლი 3. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვა 1. ამ წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია ბენეფიციარის განცხადება, რომლის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით, ყოველი წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. განცხადება უნდა შეიცავდეს ბენეფიციარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი; გ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი; დ) პროგრამის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება); ე) სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება პროგრამის დასრულების შემდეგ; ვ) სჭირდება თუ არა საერთო საცხოვრებელი; ზ) ბენეფიციარის ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), ამ წესით განსაზღვრულ პროგრამაზე ჩარიცხვის, ასევე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა. 3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 12 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს პროგრამის ბენეფიციართა სიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია. 4. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს განცხადება ელექტრონულად და შესაბამისი სასწავლო წლისთვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ასევე, არ ფიქსირდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აქტიური ან სტატუსშეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტად ან კურსდამთავრებულის სტატუსით. 5. პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის სამინისტრო ბენეფიციართა შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას გამოითხოვს ცენტრიდან და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან. სამინისტრო ინფორმაციის მისაღებად ცენტრს და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას აწვდის ბენეფიციართა შესახებ შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი. 6. პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას და დაფინანსების პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანიჭებს პირს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას. 8. პროგრამაზე ბენეფიციართა ჩარიცხვას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, შესაბამისი წლის არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიური მომზადების სასწავლო კურსს. პროგრამა განხორციელდება 1 სასწავლო წლის განმავლობაში. 2. პროგრამის ფარგლებში პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება/დაწესებულებები სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსების საფუძველზე ბენეფიციარს უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სტიპენდიით, საერთო საცხოვრებლით (საჭიროების შემთხვევაში) და სწავლის საფასურით. 3. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება/დაწესებულებები ბენეფიციარებს მოამზადებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმით“ განსაზღვრულ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საჭირო რელევანტურ შემდეგ საგნებში: ა) სავალდებულო საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა; ბ) არჩევითი საგნები: ბ.ა) მათემატიკა; ბ.ბ) ქიმია; ბ.გ) ფიზიკა; ბ.დ) ბიოლოგია; ბ.ე) გეოგრაფია; ბ.ვ) ისტორია; ბ.ზ) სამოქალაქო განათლება; ბ.თ) უცხოური ენა. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბენეფიციარებს მოამზადებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საგანში და არაუმეტეს 3 არჩევით საგანში. 5. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ ბენეფიციარებისთვის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან) შეთავაზებული იქნება აფხაზური ენის სასწავლო კურსი.
მუხლი 5. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურება 1. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს ბენეფიციართა შეფასებას ტესტირების ჩატარების გზით. 2. ტესტირება ტარდება ამ პუნქტით დადგენილი პირობების და ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ: ა) ცენტრი შეიმუშავებს ტესტურ დავალებებს და ახდენს დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას; ბ) ტესტირება ტარდება წელიწადში ერთხელ; გ) ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით; დ) ტესტირების ჩატარების მიზნით, პროგრამის ბენეფიციართა შესახებ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას, ასევე, ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შესახებ ცენტრს აწვდის სამინისტრო. 3. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მათ სარგებლობაში არსებული შენობიდან საჭირო ფართის გამოყოფას. 4. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისება გულისხმობს ტესტში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას. 5. ცენტრი უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა ტესტირების შედეგების სამინისტროსთვის მიწოდებას. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ბენეფიციარის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტესტირების შედეგს. 6. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სწავლის შედეგების ათვისების დადასტურებამდე, ბენეფიციარი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად, პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომლითაც ირჩევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელზეც გამოცხადებულია მიღება შესაბამისი წლისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ შესაბამისად. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება უზრუნველყოფს განცხადებების მიწოდებას სამინისტროსთვის. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ასევე ცენტრიდან და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ბენეფიციართა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების უფლების მქონე პირთა ნუსხას, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა, საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსი, ინფორმაცია პირის მიერ გრანტით სარგებლობის შესახებ. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იგზავნება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ბენეფიციართა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტის გამოცემას არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ შესაბამისად.
პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფას სამინისტრო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. |
დოკუმენტის კომენტარები