,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016005
48
21/06/2024
ვებგვერდი, 26/06/2024
000000000.00.110.016005
,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №48

2024 წლის 21 ივნისი

აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №60 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სოფელ ონტოფოს მისამართების რეესტრის №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ორთორუკა (ნუმერაციის მითითებით) №11 დანართი 01 და 02 ქუჩების ნაწილში შეიცვალოს ახალი №11 დანართით (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად).

2. ეს განკარგულება:

 ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

 ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).

5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.

 

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 თავმჯდომარე                                                                                                  გელა ხოშტარია