დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ “ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016452 |
|
„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016451) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი და განრიგი დანართის შესაბამისად.“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანას და გადაყვანის გადახდის სისტემის დანერგვას და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის ტარიფის მოკრებას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ან მის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას. ამასთან, ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ 0-10 წლამდე ასაკის ბავშვებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათი არ გაიცემა, გარდა 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც არიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეები.“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მგზავრი ვალდებულია რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ან მის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „დანართი
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი და განრიგი
| ||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები