ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის, გარდაბნის აღკვეთილისა და ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის, გარდაბნის აღკვეთილისა და ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 360050000.10.003.024600
206
24/06/2024
ვებგვერდი, 27/06/2024
360050000.10.003.024600
ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის, გარდაბნის აღკვეთილისა და ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №206

2024 წლის 24 ივნისი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის, გარდაბნის აღკვეთილისა და ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – თბილისის ეროვნული პარკის, გარდაბნის აღკვეთილისა და ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმა“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე