დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.159.016580 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 11/08/2020; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.159.016424) დანართ №1-ში და
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე – კვარტალში 35 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 300 000 ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 300 000 ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 300 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარი; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 9 000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები