„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.024599
205
24/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
400060000.10.003.024599
„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2024 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 400060000.10.003.022787) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის წესით ნებართვა გაიცემა იმ პირზე, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ნებართვის გამცემის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები და წარმოადგენს ყველაზე მაღალ ფასს.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ აუქციონის გამოცხადებისას ნებართვის გამცემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი გადახდილი უნდა იქნეს აუქციონის გამართვიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ პირობებს.“.

3. მე-13 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობებით განსაზღვრული საინვესტიციო ან/და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე