დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №179 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024597 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №179 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2023, 300160070.10.003.024012) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ დანართ №1-ის „მომსახურების“ ჩამონათვალს 48-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 49-ე გრაფა:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები