დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.10.003.024594 |
|
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2016, 010340000.10.003.019470) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის არმქონე იურიდიული პირის მიერ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;“. 2. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის არმქონე იურიდიული პირებისა, რომლებიც „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემენ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატსა და სერტიფიკატის დანართს, აღნიშნული დოკუმენტების ნაწილში) გაცემული დოკუმენტები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები