„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4311-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280020.05.001.102310
4311-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
300280020.05.001.102310
„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.019858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები − ტექნიკური მოწყობილობები (სისტემები), რომლებიც საჭიროა შენობის ან შენობის ნაწილის სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის), შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის, ადგილზე ელექტროენერგიის წარმოების ან მათი კომბინაციის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე სისტემები;“;

ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:

„ყ1) შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემა ­− სისტემა, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების სერვისებს და რომელიც ხელს უწყობს შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურ, ეკონომიურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას ავტომატური კონტროლისა და მექანიკური მართვის საშუალებით;“;

გ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) გათბობის სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად და რომლებითაც იზრდება მისი ტემპერატურა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2მუხლი:

„მუხლი 21. რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვის შემდეგ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენას. „საჯარო კონსულტაციების შედეგების შეჯამება“ შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დანართია.

2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს 2050 წლისთვის შენობების ენერგოეფექტურ და დეკარბონიზებულ შენობებად რეკონსტრუქციას, რითაც მიიღწევა ამ შენობების თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობებად ხარჯეფექტური ტრანსფორმაცია.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 2−2პუნქტები:

„21. ენერგიაზე სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის) და შენობის სხვა საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების მოთხოვნა გამოითვლება შენობის შიდა ჰაერის მაღალი ხარისხის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და კომფორტის მისაღწევად.

22. პირველადი ენერგიის გამოთვლა ეფუძნება პირველადი ენერგიის კოეფიციენტებს ან შეწონილ კოეფიციენტებს.

23. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შენობის ენერგოეფექტურობის გამოსახატავად განსაზღვროს დამატებითი რიცხობრივი მაჩვენებლები როგორც პირველადი ენერგიის საერთო მოხმარებისთვის, ისე სათბურის აირების ემისიებისთვის, რომლებიც გამოისახება შემდეგნაირად: კგCO2ეკვ/მ2 (წლიურად).“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები, შენობის ენერგომენეჯმენტის სისტემები, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემები და თბური ტუმბოები გამოიყენება არსებული შენობის რეკონსტრუქციისას ან ახალი შენობის მშენებლობისას, თუ მათი გამოყენება ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილია.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევის, მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები, აგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“;

ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების დამონტაჟების წამახალისებელი ღონისძიებები განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით.

5. ახალი შენობა აღჭურვილი უნდა იქნეს თვითრეგულირებადი მოწყობილობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ იქნება წარდგენილი, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შენობის ენერგოეფექტურობის შეფასებას და ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრემ ან/და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლოს მისი გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;“;

ბ) მე-3 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 500 მ2-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 250 მ2-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ შენობა ან შენობის ნაწილი შენობის მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა ან გაქირავდა, შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს შენობის ან შენობის ნაწილის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება. ამ შემთხვევაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გაიცეს არაუგვიანეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა.

5. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ვალდებულებაა და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.“;

დ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ2-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 250 მ2-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები;“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 10 წელი.“.

8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირება

1. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. პერიოდული ინსპექტირების ობიექტია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის სისტემისა და კომბინირებული სივრცის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები.

3. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდულ ინსპექტირებას დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ახორციელებს. თუ გათბობის სისტემის მესაკუთრე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე არ არის, ამ სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება აღნიშნული სისტემის მესაკუთრეს ეკისრება.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესის ალტერნატიული წესი. ამის თაობაზე იგი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინასწარ ანგარიშს წარუდგენს.

5. არასაცხოვრებელი შენობა, სადაც 290 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის სისტემა ან კომბინირებული სივრცის გათბობისა და ვენტილაციის სისტემები არსებობს, 2028 წლისთვის აღჭურვილი უნდა იყოს შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს:

ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, აღრიცხვა, ანალიზი და  რეგულირება;

ბ) შენობის ენერგოეფექტურობის ნიშნულთან შესაბამისობა, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის დანაკარგის გამოვლენა და შენობის ან ობიექტის ტექნიკური მართვისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

გ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებსა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება, კომუნიკაცია და თავსებადობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობაში არსებული გათბობის სისტემა პერიოდულ ინსპექტირებას არ ექვემდებარება.

7. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს გადაეცემა. გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებსა და ინსპექტირებული სისტემის ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8მუხლი:

„მუხლი 81. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირება

1. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. პერიოდული ინსპექტირების ობიექტია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის ჰაერის კონდიცირების სისტემისა და კომბინირებული ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები.

3. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდულ ინსპექტირებას დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ახორციელებს. თუ ჰაერის კონდიცირების სისტემის მესაკუთრე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე არ არის, ამ სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება აღნიშნული სისტემის მესაკუთრეს ეკისრება.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესის ალტერნატიული წესი. ამის თაობაზე იგი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინასწარ ანგარიშს წარუდგენს.

5. არასაცხოვრებელი შენობა, სადაც 290 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის ჰაერის კონდიცირების სისტემა ან კომბინირებული ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები არსებობს, 2028 წლისთვის აღჭურვილი უნდა იყოს შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.  შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს:

ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, აღრიცხვა, ანალიზი და რეგულირება;  

ბ) შენობის ენერგოეფექტურობის ნიშნულთან შესაბამისობა, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის დანაკარგის გამოვლენა და შენობის ან ობიექტის ტექნიკური მართვისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

გ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებსა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება, კომუნიკაცია და თავსებადობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემა პერიოდულ ინსპექტირებას არ ექვემდებარება.

7. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს გადაეცემა. ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებსა და ინსპექტირებული სისტემის ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს.“.

10. მე-9 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

3. ამ კანონის მიზნებისთვის ფიზიკური პირის სერტიფიცირების ვადა და იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადა განისაზღვრება საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. სერტიფიკატის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია.

4. დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც სერტიფიკატი ან აკრედიტაცია გაუუქმდა, უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.“.

11. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობა შენობების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბების ალტერნატიული, უფრო მდგრადი საშუალებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით უზრუნველყოფს:

ა) შენობების ან შენობების ნაწილების მესაკუთრეებისა და დამქირავებლებისთვის/მოიჯარეებისთვის შენობების ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, მათი მიზნის/დანიშნულების, შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების, შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური საშუალებებისა და არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის, მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების მომზადებასა და გავრცელებას;

ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სფეროში მომუშავე ექსპერტებისთვის შესაბამისი ტრენინგებისა და სერტიფიცირების ან/და აკრედიტაციის შესახებ გზამკვლევებისა და სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

გ) ადმინისტრაციული ორგანოების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებში მითითებული რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების შესაბამის ეროვნულ გეგმებში ასახვას;

დ) ყოველ 3 წელიწადში შენობების ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ნუსხის შედგენას, მათ შორის, იმ ფინანსური ინსტრუმენტების განსაზღვრას, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, და განახლებას;

ე) ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას.

2. შენობის რეკონსტრუქციის დროს მისი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ფინანსური ღონისძიებების გამოყენებისას, დასახული მაჩვენებლის მისაღწევად გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმი:

ა) შენობის განახლების სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალის ან აღჭურვილობის ენერგოეფექტურობა. იგი უფლებამოსილმა მემონტაჟემ უნდა დაამონტაჟოს;

ბ) შენობაში ენერგიის დაზოგვის გამოსათვლელი სტანდარტული პირობები;

გ) შენობის რეკონსტრუქციის შედეგად ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, რაც დასტურდება რეკონსტრუქციამდე და მის შემდეგ გაცემული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შედარებით;

დ) ენერგოაუდიტის შედეგები;

ე) სხვა შესაბამისი, გამჭვირვალე და პროპორციული მეთოდის შედეგები, რომლებიც ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

3. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებების შეთავაზების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ხარჯოპტიმალური დონე.“.

12. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა გამოიწვევს შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ან დამქირავებლის/მოიჯარის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

13. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მითითებული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაციის შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში შეუტანლობა გამოიწვევს შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

14. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-8 მუხლით ან/და 81 მუხლით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ან შესაბამისი სისტემის მესაკუთრის დაჯარიმებას:

ა) 150 მ​2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ​2-დან 250 მ​2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ​2-დან 500 მ​2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ​2 ან 500 მ​2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1 500 ლარის ოდენობით.“.

15. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა

1. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ კანონის მე-8 მუხლით ან/და 81 მუხლით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის გადაცემის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის ან/და შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის მოქმედება 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება 2022 წლის 30 ივნისამდე არსებულ შენობაზე, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 2022 წლის 30 ივნისამდე არსებულ შენობად მიიჩნევა ისეთი შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება 2022 წლის 30 ივნისამდე იქნა წარდგენილი.

3. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4311-XIVმს-Xმპ