„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016866
1-1/239
24/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
300300000.22.024.016866
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/239

2024 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება: 

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ პუნქტები:

„ე1) ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ნავაჭრი მოცულობების ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში ასახვის, მათ შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში ასახვის პრინციპებს;

2) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული“ „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ განსაზღვრული საკითხების შესრულების წესს;“. 

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ14 – ჰ21 ქვეპუნქტები:

„ჰ14) ელექტროენერგიის ბირჟა  ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზარი;

15) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბირჟის ოპერირებას;

16) კონცეფცია – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია;

17) ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები“;

18) ნავაჭრი მოცულობა – ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა;

19) განაწილების ლიცენზიატი – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;

20) დერეგულირებული ელექტროსადგური – საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული წარმოების ლიცენზიატი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი არ აქვს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ასევე ამ წესების 361 და 362 მუხლებით განსაზღვრული ელექტროსადგურები;

21) უნიკალური ნომერი – საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული სუბიექტის უნიკალური ნომერი, რომელსაც ანიჭებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი თითოეული საქმიანობის/ სტატუსის მიხედვით ცალ-ცალკე.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე განაწილების ლიცენზიატს განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში და ბირჟის ოპერატორს ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობის ნაწილში.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ბირჟის ოპერატორი;“

გ) 73 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„73. წინამდებარე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია და უნიკალური ნომრის მინიჭება ხორციელდება ელექტროსადგურზე/პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობაზე შესაბამისი უფლების ახალი მფლობელის სახელზე შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო ლიცენზიატის შემთხვევაში – მაძიებლის სახელზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან.“;

დ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. იმპორტიორად, ექსპორტიორად, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, თავისუფალ მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში და ანიჭებს უნიკალურ ნომერს განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, სისტემის კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში და ანიჭებს უნიკალურ ნომერს, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;

) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი, ასევე ბირჟის ოპერატორს, თუ რეესტრში შეყვანილი პირი წარმოადგენს „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების მქონე მწარმოებელს, ცნობაში ეს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, ასევე ვალდებულია ბირჟის ოპერატორს მიაწოდოს კონცეფციის 174 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის მონაწილისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის განცხადება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ – იმ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არაუადრეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, როდესაც განცხადება წარედგინა სისტემის კომერციულ ოპერატორს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია, ასევე ბირჟის ოპერატორს.“. 

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს ვაჭრობის დასრულების მომდევნო სამუშაო დღისა მიაწოდოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ინფორმაცია, ელექტროენერგიის ბირჟაზე ყოველი გასული დღის ვაჭრობის შედეგების შესახებ ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების უნიკალური ნომრის მიხედვით ელექტროენერგიის ნავაჭრი მოცულობების მითითებით. ვაჭრობის შედეგები ასევე უნდა მიეწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, მასთან შეთანხმებული ფორმით“.

6. 81 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის გამყიდველი (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ბირჟის ოპერატორის გარდა) სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს ამ ელექტროენერგიის (საბალანსო ელექტროენერგიის) გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ბირჟის ოპერატორის გარდა) ითვლება მიერთებულად სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციული ოპერატორისგან.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები შემდეგი რედაქციით: 

„23. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ბირჟაზე შემსყიდველი სუბიექტების მიერ შესყიდული ელექტორენერგია (ჯამურად) ნაკლებია გამყიდველი სუბიექტების მიერ გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე (ჯამურად), შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობის შესატყვისი ელექტროენერგიის ნაწილში ბირჟის ოპერატორი ითვლება მიერთებულად სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

24. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის ბირჟაზე, გამყიდველი სუბიექტების მიერ გაყიდული ელექტორენერგია (ჯამურად) ნაკლებია, შემსყიდველი სუბიექტების მიერ შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე (ჯამურად), გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობის შესატყვისი ელექტროენერგიის ნაწილში ბირჟის ოპერატორი ითვლება მიერთებულად სათანადო წესით დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციული ოპერატორისგან.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებით შესყიდული/გაყიდული ფაქტობრივი მოცულობ(ები)ა დგინდება მყიდველის/გამყიდველის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ფაქტობრივად ნავაჭრი მოცულობ(ები)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;“. 

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

„მუხლი 102. კონცეფციით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის უფლებამოსილების მქონე საბითუმო ბაზრის მონაწილეები

1. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის გამყიდველებს წარმოადგენენ კონცეფციის 174 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის მონაწილეები.

2. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის მყიდველებს წარმოადგენენ კონცეფციის 174 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის მონაწილეები.

8. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემის კომერციული ოპერატორი კვალიფიციური საწარმოებისაგან – ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან და იმპორტიორებისაგან, აგრეთვე კონცეფციის 174 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის მონაწილისგან და ენერგეტიკული ბირჟისგან სტანდარტული პირობებით სავალდებულო წესით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოს (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მწარმოებელი კვალიფიციური საწარმოსა) მიერ სალტეზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ბ) იმპორტიორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მის მიერ იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

გ) კონცეფციის 174 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოს მიერ, ერთი მხრივ, სალტეზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და მეორეს მხრივ, მის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობის ჯამს შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

დ) პირდაპირი მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ფაქტობრივად მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ვ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ფაქტობრივად მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ზ) თავისუფალი მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ფაქტობრივად მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

თ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ ელექტრონერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ფაქტობრივად მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ი) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ კონცეფციის 174 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ამ წესების 23-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გადამცემ ქსელში დანაკარგების შესაბამისი ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

კ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ კონცეფციის 174 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ამ წესების 23-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების შესაბამისი ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია);

ლ) განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობასა და ამ წესების 23-ე მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გამანაწილებელ ქსელში დანაკარგის შესატყვისი ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებით სხვაობას (საბალანსო ელექტროენერგია).“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 პუნქტი:

„57. ელექტროსადგურის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, რომელსაც ელექტროსადგური სტანდარტული პირობებით სავალდებულოდ ყიდის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 პუნქტი:

„58. ამ წესების 81 მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორის მიერ გაყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“.

დ) მე-8 – მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51, 52, 5 4, 55, 5 6, 5 7 და 5 8 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

9. კვალიფიციური საწარმოები – პირდაპირი მომხმარებლები, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდიან მათ მიერ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობისა და პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობის ჯამს შორის დადებითი სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პირდაპირ მომხმარებელს, მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად.

91. ექსპორტიორი კვალიფიციური საწარმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის მის მიერ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ გადამცემ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობასა და ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებითი სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

101. განაწილების ლიცენზიატი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობასა და ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებითი სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგის შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობასა და აღნიშნული მიზნებისათვის, ელექტროენერგიის ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობისა და პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობის ჯამს შორის დადებითი სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 – მე-14 პუნქტები:

„12. კონცეფციის 174 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი კვალიფიციური საწარმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში მის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობასა და სალტეზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის დადებითი სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

13. კონცეფციის 174 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საწარმო, ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით სავალდებულოდ შეისყიდის საანგარიშო პერიოდში მის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. აღნიშნული ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნისათვის პირდაპირი მომხმარებელი არ წარმოადგენს ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებელს.

14. ამ წესების 81 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“.

9. მე-14 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101, მე-11 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11, 12, 14, 21, 22, 36 და 37 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“;

ბ) 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101, მე-11 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შედეგად (ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის გარდა) წარმოქმნილი საკურსო სხვაობის შემოსავალს ან/და ხარჯს, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა სხვაობის ფაქტობრივად აღიარება.

32. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101, მე-11 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხას, რომელიც განისაზღვრება როგორც შემოთავაზებულ ტარიფსა და ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობის ნამრავლი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტის საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.“

გ) 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

34. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101, მე-11 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხას, რომელიც განისაზღვრება როგორც ზღვრულ ფასსა და ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ფასს შორის დადებითი სხვაობის ნამრავლი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტის საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.“.

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-36 და 37 პუნქტები:

„36. ამ წესების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ – „ლ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 57 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორებას ახორციელებს რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.

37. ამ წესების მე-13 მუხლის 58 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე ბირჟის ოპერატორთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორებას ახორციელებს რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ექსპორტიორის (ან ექსპორტიორების) მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, აგრეთვე ამ წესების მე-13 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი პირი (ან პირები) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან შეისყიდის იმავე საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა არ არის საკმარისი, შევსება ხდება ტარიფის (ფასის) კლების პრინციპით, მომდევნო ყველაზე მაღალი ტარიფის (ფასის) მქონე საბალანსო ელექტროენერგიით.“.

10. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას, გამომუშავებული, მიწოდებული, იმპორტირებული, მოხმარებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის, ასევე ელექტროენერგიის ბირჟაზე ნავაჭრი მოცულობებისა და პირდაპირი ხელშეკრულებებით დადგენილი და მხარეთა მიერ ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;“; 

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის, ბირჟის ოპერატორისა და კვალიფიციური საწარმოების მიერ მიწოდებული, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების (ანალიზის) საფუძველზე, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ან/და მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობების (მოცულობების) განსაზღვრა და საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან ერთობლივად ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზის (ხაზების) მიმართულებით შესატყვისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის (მათ შორის, ექსპორტირებული, იმპორტირებული ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის) შემაჯამებელი სააღრიცხვო აქტის შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სამართალსუბიექტთან გაფორმება;’. 

11. 161 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) გადამცემ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობაში და გადამცემ ქსელში დანაკარგების შესატყვისი ელექტროენერგია შეისყიდოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით ან/და ელექტროენერგიის ბირჟაზე კონცეფციით და ამ წესებით დადგენილი წესის შესაბამისად;

უ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით შეისყიდოს ელექტროენერგია პირდაპირი ხელშეკრულებით, ასევე ელექტროენერგიის ბირჟაზე ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“.

12. 23-ე მუხლის 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. გადამცემ ქსელში დანაკარგების შესატყვისი ელექტროენერგიისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების შესყიდვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

42. გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესატყვისი ელექტროენერგიის შესყიდვა ხორციელდება განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“.

13. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან 2 სამუშაო დღეში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს დადასტურებული ინფორმაცია საანგარიშო თვეში ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდული-შესყიდული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობების შესახებ ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების უნიკალური ნომრის მიხედვით ელექტროენერგიის ნავაჭრი მოცულობების მითითებით.“. 

14. 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს, მათი ბირჟის ოპერატორის მიერ ამ წესების 26-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მოწოდებულ ელექტროენერგიის შესყიდულ-გაყიდულ მოცულობებთან, აგრეთვე სახელშეკრულებო მოცულობებთან და ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს წარუდგენს ინფორმაციას საანგარიშო თვის განმავლობაში მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, საბალანსო ელექტროენერგიისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიღებული და მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.

3. თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამუშავებულ და წარგენილ ინფორმაციას, მათ 2 კალენდარული დღის ვადაში ამის შესახებ უნდა აცნობონ კომერციულ ოპერატორს წერილობით, უთანხმოების დასაბუთებული მიზეზების ჩვენებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, ბირჟის ოპერატორისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მონაწილეობით.“. 

15. 271 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1 ) ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდულ და შესყიდულ ელექტროენერგიის რაოდენობებს;“

16. 361 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით, ან/და არ არის გაყიდული ელექტროენერგიის ბირჟაზე, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.".

17. 362 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარგაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით (მათ შორის, ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით), ან/და არ არის გაყიდული ელექტროენერგიის ბირჟაზე, ახლად აშენებული ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.“. 

მუხლი 2
1. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თითოეული საქმიანობის მიხედვით მიანიჭებს უნიკალურ ნომრებს და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებს. კონცეფციის 174 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის მონაწილეების უნიკალურ ნომრებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცნობებს ასევე ბირჟის ოპერატორს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში. 

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ამ წესებით განსაზღვრული მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ბირჟის ოპერატორს დაარეგისტრირებს საბითუმო ბაზრის მონაწილედ და მიანიჭებს უნიკალურ ნომერს 2024 წლის პირველი ივლისიდან.

3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მიაწვდის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს კონცეფციით განსაზღვრული საბალანსო ბაზრის პლატფორმის სიმულაციურ რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციებს.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, უნიკალური ნომერი წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული სუბიექტის უნიკალურს ნომერს, რომელსაც ანიჭებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი თითოეული საქმიანობის/სტატუსის მიხედვით ცალ-ცალკე. 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი