დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2007 წლის 7 თებერვლის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ცვლილებების ოქმი“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016778 |
2007 წლის 7 თებერვლის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ცვლილებების ოქმი
|
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეები“ შეთანხმდნენ, წინამდებარე ოქმისა და შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი საწარმოს მხარეთა შეცვლის მიზნით, „2007 წლის 7 თებერვლის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში (შემდეგ – „შეთანხმება“) შეიტანონ შემდეგი ცვლილება.
მუხლი 1 შეთანხმების მე-5 მუხლის მეექვსე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის დასრულების შემდეგ მონაკვეთის მთელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და მართვა გადაეცეს იურიდიულ პირს – ერთობლივ საწარმოს (შემდეგ „ეს“), რომელიც უნდა დაფუძნდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიისა და დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის თანაბარი წილობრივი მონაწილეობით (მაშასადამე, საწესდებო კაპიტალის წილები თანაბრად გაიყოფა დამფუძნებლებს შორის). მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და მართვა არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ერთობლივი საწარმოს (,,ეს“) ფუნქციონირება გაგრძელდება „ა“ და „ბ“ ტრანშების კრედიტების სრულ დაფარვამდე. მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ ერთობლივი საწარმო (,,ეს“) მონაკვეთის დადგენილი წესით ექსპლუატაციაში შესვლამდე 3 (სამი) თვით ადრე. კრედიტის სრულ დაფარვამდე არ მოხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის და დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის ლიკვიდაცია ან მათი აქციების/წილების სრული ან ნაწილობრივი გასხვისება მესამე პირზე (მესამე პირებზე).“.
მუხლი 2 შეთანხმების დებულებები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ ოქმით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით. შეთანხმება და ეს ოქმი წაკითხული და განმარტებული უნდა იქნეს, როგორც ერთიანი დოკუმენტი.
მუხლი 3 ეს ოქმი ძალაში შედის შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად.
შესრულებულია ქალაქ თბილისსა და ბაქოში 2024 წლის „30“ აპრილს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ამ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება ტექსტი რუსულ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები