შპს “დჯ ჯგუფის” განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

შპს “დჯ ჯგუფის” განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს “დჯ ჯგუფი“
მიღების თარიღი 14/06/2024
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
0
14/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
შპს “დჯ ჯგუფის” განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
შპს “დჯ ჯგუფი“
განცხადება
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

სახელწოდება: შპს “დჯ ჯგუფი“                                                                                                 14.06.2024

სამართლებრივი ფორმა:  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

საიდენტიფიკაციო ნომერი: 402171109

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზ., N 158 

დირექტორი: დავით ოტიაშვილი, პ.ნ. 01018002098

ტელ: 591225517

ელფოსტა: lawyer@dgholding.ge

განცხადება

აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

აქციონერ, შპს „დჯ ჯგუფს“ საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოება „მესხეთის“ (ს/ნ 208142419) ხმის უფლების მქონე აქციათა 97.20333 % ;

„საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ“ 225-ე მუხლი და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV ითვალისწინებს აქციონერის შესაძლებლობას – აქციათა სავალდებულო მიყიდვას;

სს „მესხეთის“ 97.20333 %-იანი წილის მფლობელი, შპს „დჯ ჯგუფი“ გეგმავს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით  სარგებლობას და დარჩენილი აქციების (2.79667%) სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (დარჩენილი აქციების სავალდებულოდ გამოსყიდვას);

სს „მესხეთის“ მიერ მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები გამოიყენება  საბაჟო საწყობად და საწყობად.   დღეის მდგომარეობით  სს „მესხეთის“ საკუთრებაში არსებული საბაჟო საწყობები და საწყობები  არის სარემონტო და განსახლებელი, მათი მდგომარეობა არ შეესაბამება შპს “დჯ ჯგუფის“ გეგმებსა და მოთხოვნებს.

სს „მესხეთის“ 97.20333 %-იანი წილის მფლობელს, შპს „დჯ ჯგუფს“ სამომავლო ბიზნეს (საინვესტიციო) გეგმები გააჩნია, რაც აუცილებლად საჭიროებს სს „მესხეთის“  აქციათა სრულ საკუთრებას (აქციათა 100%-ს).

 სს „მესხეთის“ 97.20333 %-იანი წილის მფლობელი, შპს „დჯ ჯგუფი“ გეგმავს ახალი საბაჟო საწყობის და სასაწყობე ფართის მშენებლობას, ტერიტორიის მთლიანად მოდიფიკაციას საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.  ეზოს/მთლიანი ტერიტორიის მოწყობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უსაფრთოხების ზომების დანერგვას სრულ ტერიტორიაზე.     

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით,  სს „მესხეთის“ 97.20333 %-იანი წილის მფლობელი, შპს „დჯ ჯგუფი“ გეგმავს დარჩენილი აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (გათვალისწინებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლითა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV​2-ით).

რადგანაც აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო,  სს „მესხეთის“ 97.20333 %-იანი წილის მფლობელი, შპს „დჯ ჯგუფი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართავს განცხადებით სს „მესხეთის“  აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ მოთხოვნით (გათვალისწინებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV​2-ით).

აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით („საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მუხლი 30914, პუნქტი 2).

წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge.

წინამდებარე განცხადების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge გამოქვეყნებით დაიწყოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა, გათვალისწინებული საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ თავი XXXIV​2.