დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზხრუნველყოფის დეპარტამენტის დებუელბსი დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 22/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 24/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.007.866 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.010.39.036.007.866
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №29
2005 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 17.10.2005, №119, მუხ. 1329) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მე-5 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები