დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016871 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი.“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.50 ლარის ოდენობით.“; გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები