„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016868
135
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
010250050.35.160.016868
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №135

2024 წლის 27 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge ; 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016519) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.1 პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 20 წლის ჩათვლით პირები (სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“

ბ) პირველი მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს და ოჯახის ყველა წევრი არ არის რეგისტრირებული ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა). წყვეტის შემთხვევაში პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 20 წლის ჩათვლით პირები (სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“;

გ) პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის წევრის საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 20 წლის ჩათვლით პირები (სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“

დ) პირველი მუხლის  31 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა). გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 20 წლის ჩათვლით პირები (სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“;

ე) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მხარდაჭერის ქსელი - სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირის საბაზისო თუ არასაბაზისო საჭროების შემთხვევაში მხარდაჭერის მსურველი პირები (მშობლები და მათი მშობლები (ბებია-პაპა)), რომლებიც შეიძლება მოიაზრებოდნენ ამ საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში ხელშემწყობ რესურსად.“;

ვ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის სპეციალური განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება არ წარმოეშობათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს. აღნიშნულის სანაცვლოთ, ეს პირები მუნიციპალიტეტს დამატებით წარუდგენენ შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობას, რომლითაც დადასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).“;

თ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების პროცედურები არ ვრცელდება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-დან 20 წლის ჩათვლით პირებზე (სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისას უპირატესობა ენიჭება აღნიშნულ კატეგორიას.“;

ი) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი;

კ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმები არ ვრცელდება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-დან 20 წლის ჩათვლით პირებზე (სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“

ლ) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი.

1.2 დანართით დამტკიცებული „კოეფიციენტებიდან“ ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.

1.3 პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე