„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 24/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017474
46
21/06/2024
ვებგვერდი, 22/06/2024
040030000.22.034.017474
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №46

2024 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა

აკადემიის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოების, ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);

ბ) ეკონომიკური და ლოჯისტიკის სამმართველო;

გ) სამინისტროს არქივი (სამმართველო);

დ) განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური;

ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური.“.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორ(ებ)ი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, ადმინისტრაციის (სამმართველოს) უფროსი, ეკონომიკური და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიას ჰყავს არაუმეტეს ორი პრორექტორისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) უზრუნველყოფს ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლებას;“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაცია (სამმართველო), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) აკადემიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ბ) აკადემიის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს, აგრეთვე, საარქივო საქმიანობის წარმოებას;

გ) ვიზუალური, საპრომოციო მასალების დიზაინის შექმნას, საინფორმაციო და აუდიო-ვიდეომასალების დიზაინის ფორმირებას;

დ) ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნასა და განახლებას;

ე) საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, დაცვასა და აღრიცხვას;

ვ) საგამომცემლო საქმიანობასა და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით მომარაგებას, ასევე, საბიბლიოთეკო ფონდის მკითხველისათვის ხელმისაწვდომობას;

ზ) სადღეღამისო მორიგეობას;

თ) აკადემიის სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას;

ი) საგანგებო შემთხვევის დროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას მობილიზაციის მიზნით;

კ) აკადემიის მომარაგებას იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით და მათ ბრუნვაზე კონტროლს, დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ) აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიების, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზებას;

მ) აკადემიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას;

ნ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ზედამხედველობას.

2. ეკონომიკური და ლოჯისტიკის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) აკადემიის საფინანსო საქმიანობის მართვას;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;

გ) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და აკადემიის ქონების დაცვას.

3. სამინისტროს არქივი (სამმართველო), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საარქივო მასალის შენახვას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით გაცემას;

ბ) სხვადასხვა სახის შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.), საკონსერვაციო (რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, რეზერვაცია) საქმიანობას;

გ) საერთაშორისო მემორანდუმებით ან პროექტებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

4. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას, განვითარებასა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის კოორდინაციას;

ბ) ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების, ასევე, უცხო ქვეყნებში აკადემიის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინებებისა და ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობას;

გ) სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსთან საქართველოს ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის შესრულებას;

დ) პროექტების ინიციირებას, დაგეგმვას, კოორდინაციას, განხორციელებას, შეფასებასა და ანგარიშგებას;

ე) საერთაშორისო სწავლებების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, კოორდინირებასა და მათ შესრულებაზე კონტროლს;

ვ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის აკადემიის მიერ მომზადების კოორდინირებას.

5. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს აკადემიის სისტემურ, ქსელურ, პროგრამულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 24 ივნისიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური