დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4299-XIVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.05.001.102292 |
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი: „ჯ) დისტანციური სწავლება – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროფესიული მომზადების პროგრამაზე/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე პროფესიული განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე პროფესიული სტუდენტის/მსმენელის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული მომზადების პროგრამა/ პროფესიული გადამზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც დისტანციურად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ხორციელდება.“. 3. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ2“ ქვეპუნქტი: „ღ2) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს;“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4299-XIVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები