დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებს შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016385 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებს შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №22 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge 18.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016370) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 24244.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 13292,4 ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7648.9 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 6. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 3303,0 ათ.ლარის ოდენობით.
მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12212,1 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 20137,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20137,5 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 8105,3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 8138,3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 33,0 ათასი ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის „მყარი ნარჩენების პროექთან“დაკავშირებით 2017 წლის 13 მარტს გაფორმებული პროექტის ქონების გადაცემის შესახებ სასესხო ხელშეკრულება,ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის ერთი ცალი კომფაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანის და 100 (ასი) ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ.ძირითადი თანხა შეადგენს 223337 (ორასოცდასამი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარს. 2019 წელს გადახდილია 11600 (თერთმეტი ათას ექვსასი ) ლარი, 2020 წელს -18106 (თვრამეტი ათას ას ექვსი) ლარი, 2021 წელს -46668 (ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდარვა)ლარი, 2022 წელს -36999 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი)ლარი, ხოლო 2023 წელს-32436 (ოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი) ლარი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 19123,4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1825,2 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2347,5 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4893,0 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 980,0 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგ.
მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელშეწყობის ხარჯებს.
ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეის ასიგნებები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 22. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 24. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 503,6 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 177,5 ათ. ლარი. ბ) „თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 272.0 ათ. ლარი. გ) საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 54.1 ათ.ლარი. მუხლი 25. სარეზერვო ფონდი 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები