„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016555
14
21/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
010250000.35.139.016555
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2024 წლის 21 ივნისი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  33-ე მუხლის გათვალისწინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016531, 24/11/2023 წელი) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“-ის მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი 111 მუხლი“

„მუხლი 111 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის საჯარო მოხელე, რომელსაც  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტებიდან განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს და ანგარიშვალდებულია უშუალოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი