„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016557
16
21/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
010250020.35.139.016557
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2024 წლის 21 ივნისი

ქ. ბორჯომი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.1. შევიდეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016292, 23/05/2018 წელი) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  აღრიცხვის წესის“:

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მატერიალური და ელექტრონული ვერსია (excel-ის ფაილი, ნახაზი pdf ფაილი), გარდა ლიფტების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, რომელთან დაკავშირებითაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება/დაფინანსება:

ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);

ბ) ლიფტების შესაკეთებელი სამუშაოები (სრული და მცირე);

გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები;

დ) ფასადის შეკეთება;

ე) საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, თაღები, მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება, საერთო სარგებლობის ჭიშკარი ან/და სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);

ვ) 5 სართულამდე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;

ზ) ეზოების კეთილმოწყობა;

თ) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 98%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 2%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 95%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.“;

გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) განცხადება წარმოდგენილია იმ ამხანაგობის მიერ, რომლის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია 2000 წლის შემდგომ.“.

დ)  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„6. დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნისას, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი