დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესეის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 21/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 21/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.007.864 |
სახელმწიოფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.864
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №28
2005 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 10.12.2004, №146, მუხ. 1326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოსთან (სტრუქტურულ დანაყოფთან) ერთად უზრუნველყოფს სტაჟიორად დანიშნული პირის მიერ პროკურატურის მუშაკისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული და ორგანიზაციული ჩვევების შესწავლას;”.
2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი და მეორე ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მესამე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.”.
4. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს.”;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან არა უადრეს ერთი კვირისა.”.
5. მე-11–მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების (ტესტირების) გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს.
3. კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) მეორე ეტაპს.
მუხლი 12.
სტაჟიორობის კანდიდატს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.
მუხლი 13.
კომისიის თავმჯდომარე წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 14.
წერილობითი კონკურსის (ტესტირების) ორივე ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.
მუხლი 15.
სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის ტარდება გასაუბრება.
მუხლი 16.
გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.”.
6. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის სამივე ეტაპი.”;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გენერალური პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს (სტრუქტურული დანაყოფის) ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.”.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები