„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 20/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016703
19
20/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
300280000.16.009.016703
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №19

2024 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები:

ა)

3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი):

   
 

2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე

 -

15.912 თეთრი/კვტსთ;

ბ)

220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები):

 

 

 

2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე

-

14.694 თეთრი/კვტსთ;

გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

 

გ.ა)

101 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე

 -

2.075 თეთრი/კვტსთ;

გ.ბ)

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე

 -

5.475 თეთრი/კვტსთ;

გ.გ)

301 კვტსთ-დან და მეტი:

   
 

2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე

 -

9.275 თეთრი/კვტსთ.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024  წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე