„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 20/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016696
12
20/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
300280000.16.009.016696
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2024 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

51. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური (დროებითი ტარიფი)

სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“:

ა) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე;

ბ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე;

გ) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური – 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე;

დ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური – 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე;

ე) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე;

ვ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე