„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016864
1-1/231
20/06/2024
ვებგვერდი, 21/06/2024
040030000.22.024.016864
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/231

2024 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატების, დაშვების მოწმობებისა და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემა და ამ ნებართვებით, სერტიფიკატებით, დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების, დაცვის მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ლ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ6“ ქვეპუნქტი:

„ლ6) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ავტოსადგურების სერტიფიცირება, მათი საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი, ავტოსადგურების ტექნიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლების, კლასის, ასევე, საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის, საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გა დაყვანის განმახორციელებელი გადამზიდველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ნებართვის გაცემა, საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტების გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;“;

ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის ფორმების, სანებართვო დოკუმენტების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო დოკუმენტების კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული სანებართვო დოკუმენტების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის და სამგზავრო გადაყვანის ავტორიზაციის ბლანკის ფორმის შემუშავებაში მონაწილეობა;“; 

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ 1“ ქვეპუნქტი:

„ვ1 ) მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი ავტოსადგურის სერტიფიკატის გაცემა, ავტოსადგურის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატის გაუქმება და სერტიფიკატის შეცვლა. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული ავტოსადგურის მისთვის მინიჭებული კლასის მიხედვით სააგენტოს სათანადო რეესტრში რეგისტრაცია;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამზიდველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მარშრუტების, განრიგების, ტარიფების, შესასრულებელი რეისების პერიოდულობის და სიხშირის, აგრეთვე სამგზავრო ავტოსადგურების ადგილმდებარეობის, კლასებისა და მათთან დაკავშირებული მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა;“. 

3. მე-5 მუხლის:

ა) 41 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ “ ქვეპუნქტი:

„გ1 ) კომპეტენციის ფარგლებში პირის მიერ სახმელეთო ტრანსპორტის დარგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა, აღნიშნული სამართალდარღვევების გამოსავლენად ნებისმიერ დროს საქმიანობის შემოწმების განხორციელება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვა და დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადება;“; 

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეგიონული განყოფილებების დონეზე სანებართვო დოკუმენტების, საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სანებართვო დოკუმენტების, საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა;“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი