დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 18/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 24/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.19.012.007.863 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.007.863
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №131
2005 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანების „არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ (სსმ III, 2004 წ., №47, მუხ.403) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის“ (FATF) ინფორმაციაზე დაყრდნობით ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონებად აღიარებული იქნეს შემდეგი ქვეყნები:
ა) ნიგერია;
ბ) მიანმარი (ბირმა).“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები