საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.018526
108/ნ
19/06/2024
ვებგვერდი, 20/06/2024
270090000.22.022.018526
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №108/ნ

2024 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დადგინდეს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანება 2024 წლის 15 სექტემბრდან.
მუხლი 3
1. ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი




დანართი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დანართი არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომ – სკოლა)  მასწავლებელთა (შემდგომ – მასწავლებელი), ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.

2. ამ დანართის დანართი არეგულირებს საჯარო სკოლების იმ  მასწავლებელთა/მასწავლებლობის მაძიებელთა, ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომ – სქემა) განსაზღვრული სტატუსი – უფროსი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  სტატუსი ან მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  სტატუსი, რომელიც მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ასწავლის იმ საგანს, რომელშიც დადასტურებული აქვს კომპეტენცია ან აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან  განსაკუთრებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი  წესით მინიჭებული აქვს სქემით  განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;

გ) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

დ) წამყვანი მასწავლებელი  –  მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ე) მენტორი  მასწავლებელი  –  მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ზ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი,  წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს მასწავლებლის 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;

ი) სრული დატვირთვა – გულისხმობს მასწავლებლის 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი  კვირაში;

კ) სრულზე მეტი დატვირთვა - გულისხმობს მასწავლებლის 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი არაუმეტეს 25 საგაკვეთილო საათი კვირაში;

ლ) სპეციალური მასწავლებლის სრული სამუშაო დატვირთვა –  გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის 36-საათიან სამუშაო კვირას;

მ) სპეციალური მასწავლებლის ნაწილობრივი სამუშაო დატვირთვა –  გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის 36-საათზე ნაკლებ სამუშაო კვირას.

თავი II

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

მუხლი 3. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.

2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;

ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:

ბ.ა) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის);

ბ.ბ) საქართველოს ისტორია;

ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;

გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი (შემდგომ – ფუნქციური დანამატი);

ე) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციური დანამატი მასწავლებელს მიეცემა მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით გათვალისწინებული წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულებისათვის.

მუხლი 4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:

ა) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა.ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);

ა.გ) სამუშაო დატვირთვა;

ბ) მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ბ.ა) სამუშაოს სპეციფიკა:

ბ.ა.ა) კლასკომპლექტი;

ბ.ა.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;

ბ.ა.გ) კლასის დამრიგებლობა;

ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;

ბ.გ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.

მუხლი 5. მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა:

ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი;

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,   აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი;

გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

მუხლი 6. სამუშაო სტაჟი

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შემდეგი ოდენობა:

ა) 0-დან 5 წლის ჩათვლით - 15 ლარი;

ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;

გ) 10 წლის ზემოთ – 45 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

მუხლი 7. სამუშაო დატვირთვა

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად  განისაზღვრება შემდეგი სახით:

საგაკვეთილო საათი კვირაში

სამუშაო დატვირთვის თანამდებობრივი სარგო

1 საათი

96

2 საათი

192

3 საათი

288

4 საათი

384

5 საათი

480

6 საათი

576

7 საათი

672

8 საათი

768

9 საათი

864

10 საათი

960

11 საათი

1,056

12 საათი

1,152

13 საათი

1,248

14 საათი

1,344

15 საათი

1,550

16 საათი

1,630

17 საათი

1,710

18 საათი

1,790

19 საათი

1,870

20 საათი

1,950

21 საათი

2,030

22 საათი

2,110

23 საათი

2,190

24 საათი

2,270

25 საათი

2,350

2. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ამ დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობების ერთობლიობით.

მუხლი 8. მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1.  მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით  (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა):

ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;

ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;

გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები გაიცემა სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში (ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად).

მუხლი 9​. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი

1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი,  სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით,  ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 10. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი

1. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.

2. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის  ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;

ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.

მუხლი 11. სამუშაო საათები

1. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესუსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს  საჯარო სკოლა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისთვის გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. მოსწავლის კანონმდებლობით განსაზღვრული შინ სწავლების შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.

მუხლი 12. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში

მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

მუხლი 13. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზას. მასწავლებელს, რომელსაც აქვს:

ა) სამუშაო დატვირთვა – კვირაში 18 საგაკვეთილო საათი;

ბ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

გ) 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი;

არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის საქართველოს ისტორიას და არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა არის:

ა) თანამდებობრივი სარგო – 1,790.0+40.0+45.0=1,875.0 ლარი;

ბ) არაქართულენოვან სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლებისა და კლასის დამრიგებლობის დანამატები (40.50+101.25=141.75 ლარი);

გ)  იკრიბება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (1,875.00+141.75=2,016.75 ლარი).

შესაბამისად, მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 2,016.75 ლარს.

თავი II​I

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

მუხლი 14. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატს.

2. სპეციალურ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი.

მუხლი 15. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება

სპეციალური მასწავლებლის  შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:

ა) სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა.ა) სპეციალური მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური მასწავლებლის, ან/და საჯარო სკოლაში სპეციალური პედაგოგის, ან/და ფსიქოლოგის, ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორის საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);

ა.გ)  სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა;

ბ) სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს დანამატის გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:

ბ.ა) კლასის დამრიგებლობა;

ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;

ბ.გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.

მუხლი 16. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა

1.  სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის  შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით:

მოსწავლეთა რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად

1 მოსწავლე

1,344

2 მოსწავლე

1,550

3 მოსწავლე

1,630

4 მოსწავლე

1,710

5 და მეტი მოსწავლე

1,790

2. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ამ დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობების ერთობლიობით.

მუხლი 17. სპეციალური მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, სპეციალურ მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატისა) ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასის დამრიგებლობა – 101. 25 ლარი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში – საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არ არის დამოკიდებული სპეციალური მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო საათები

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება 36-საათიანი სამუშაო კვირის მიხედვით, რომლის შემადგენლობაშიც შედის  დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლება ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით, ხოლო სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა გამოითვლება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

2. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, რომელიც მხოლოდ უნდა მოიცავდეს დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

3. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.

4. სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, სამუშაო პროცესისთვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ სპეციალური მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს, უფლებამოსილია სპეციალურ მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, შედეგების გაუმჯობესებამდე.

მუხლი 19. სქემით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი

1. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა:

ა) სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და ასრულებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით გათვალისწინებული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის  ფუნქციას და დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან  მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

2. სქემით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის და მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ოდენობა:

ა) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატია – 150 ლარი;

ბ) მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მასწავლებელს  წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  ფუნქციური დანამატი ეძლევა სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციას და აქვს სამუშაო დატვირთვა.

5. წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუთავსებელია წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულებასთან.

მუხლი 20. ზოგიერთი მუხლის გავრცელება სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებზე

სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშებაზე ასევე გავრცელდეს ამ დანართის მე-5, მე-6 და მე-12 მუხლები.

მუხლი 21. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზას. სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც აქვს:

ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ბ) 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი;

არის კლასის დამრიგებელი და ასწავლის ორ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა არის:

ა) თანამდებობრივი სარგო - 1,550+40.0+45.0=1,635.0 ლარი;

ბ) კლასის დამრიგებლის დანამატი ( 101.25 ლარი);

გ) იკრიბება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (1,635.00 +101.25=1736.25 ლარი).

შესაბამისად, მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1736.25 ლარს.

მუხლი 22. გარდამავალი დებულებები

1. მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისა და  ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2026-2027 სასწავლო წლიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი.

2. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის  ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის  ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის)  და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა), ამასთან, ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე.

3. თუ 2024 წლის 1 ივლისამდე დადგენილი მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად, შრომის ანაზღაურების დაანგარიშების პერიოდისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა),  მეტია ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მასწავლებელს მიეცემა ამ დანართის დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს 2026-2027 სასწავლო წლიდან მიეცემა ამ დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი.

5. თუ ამ დანართით გაანგარიშებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) მეტია  2024 წლის 1 ივლისამდე დადგენილი მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობისა და პირობების შესაბამისად დაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), თუმცა არ იზრდება 200 ლარით, მასწავლებელს მიეცემა ამ დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა 201 ლარამდე შევსებით.

6. ამ დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუძლია რამდენიმე სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი თითოეულ სკოლაში.

7. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა რუსულში როგორც უცხო ენაში,  და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე.

8. საჯარო სკოლის იმ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან,  განისაზღვრება ამ შვებულების თვის წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვის/თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან. საშვებულებო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს ამ დანართის შესაბამისად.

9. თუ ამ მუხლის მერვე პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნება იმ თანხაზე, რომელსაც საჯარო სკოლის მასწავლებელი 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით მიიღებდა, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვროს აღნიშნული ბრძანების 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.

დანართი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დანართი არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომ – სკოლა) მასწავლებელთა/მასწავლებლობის მაძიებელთა (შემდგომ – მასწავლებელი), ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომ – სქემა) განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის;

გ) სერტიფიცირებული მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი;

დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – პირი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, და რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) წამყვანი მასწავლებელი  –  მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ზ) მენტორი  მასწავლებელი  –  მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;

თ) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ი) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

კ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი II

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

მუხლი 3. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.

2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;

ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:

ბ.ა) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის);

ბ.ბ) საქართველოს ისტორია;

ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;

გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი;

ე) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

მუხლი 4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა);

დ) სამუშაოს სპეციფიკა:

დ.ა) კლასკომპლექტი;

დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;

დ.გ) კლასის დამრიგებლობა;

დ.დ) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით;

ე) სქემით განსაზღვრული სტატუსი;

ვ) სკოლის მაღალმთიანი დასახლებაში მდებარეობა.

მუხლი 5. მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:

ა) სრული ზოგადი განათლება – 0.8;

ბ) პროფესიული განათლება – 0.9;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.0;

დ)  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 1.1;

ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.2.

2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე (,,ა”) გადამრავლებით განისაზღვრება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:

ა) საბაზო თანამდებობრივი სარგო უტოლდება 405 ლარს;

ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)

სადაც:

Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი;

Sal(b) = ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (405 ლარი);

Ed(c) = მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c) = მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);

WE(c ) = მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.

3. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები გამოიანგარიშება შესაბამისი კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით და არ არის მოცემული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში.

4. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა, მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებელს. 

მუხლი 6. სამუშაო სტაჟი

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის სამი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:

ა) 0 - დან 5 წლის ჩათვლით – 0.2;

ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 0.5;

გ) 10 წლის ზემოთ – 0.6.

2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული შესაბამისი კოეფიციენტი მასწავლებლის განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს.

3. 0 - დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია ამ დანართის №1 დანართში, 5-დან 10 წლის ჩათვლით − №2 დანართში, ხოლო 10 წლის ზემოთ − №3 დანართში.

მუხლი 7. სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას, მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა, სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი განისაზღვრება 0,15-ით.

მუხლი 8. მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე  დანამატების (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) კოეფიციენტები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასკომპლექტით სწავლება – 0.1;

ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 0.1;

გ) კლასის დამრიგებლობა – 0.25.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 9. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი

1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 10. შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 384 ლარით და 75 თეთრით.

მუხლი 11. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი

1. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

ა) მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  საგანს/საგნებს;

გ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის  ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის  ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის)  და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა), ამასთან, ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს;

დ) უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და შესაბამის საფეხურზე ასწავლის შესაბამის საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორისა ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ე) ეთნიკური უმცირესობების ენების – სომხური ენისა ან აზერბაიჯანული ენის მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის იმ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1475 ლარით.

3. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.

4. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა (ჭადრაკის საგაკვეთილო საათების რაოდენობის გარეშე) ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უცხო ენის მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი უცხო ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

7. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა რუსულში როგორც უცხო ენაში,  და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობა.

8. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ეთნიკური უმცირესობების ენებში – სომხურ ენაში  ან აზერბაიჯანულ ენაში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და ასწავლის იმ ენას, რომელშიც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული დანამატი მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში აღნიშნული ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისთვის დანამატის გაცემის მიზნით ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზარდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 12. მასწავლებლის სამუშაო საათები

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით.

2. სამუშაო საათების მიხედვით  არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

ა) ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;

ბ) სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი  კვირაში;

გ) სრულზე მეტი დატვირთვა გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

3. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა). მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი თანამდებობრივი სარგო=სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო დატვირთვა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.

4. სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

5. მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით  არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების,  სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში.  მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

6. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესუსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს  საჯარო სკოლა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისთვის გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.

8. მოსწავლის კანონმდებლობით განსაზღვრული შინ სწავლების შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.

მუხლი 13. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში

მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

მუხლი 14. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა:

ა)  დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 542.70 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 40.50+101.25=141.75 ლარს);

გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი, რომელიც შეადგენს ამ ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;

დ)  უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+795.00=1,479.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1,479.45 ლარს.

3. აღნიშნული უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა)    405*1.1+405*1.1*0.15+405*0.5*0.15=542.70 ლარი (დანართი №2);

ბ)   542.70+795.00= 1,337.70 ლარი;

გ)    405*0.1+405*0.25=40.50+101.25=141.75 ლარი (დანართი №4);

დ)  უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები  1,337.70 +141.75=1,479.45 ლარი.

თავი III

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

მუხლი 15. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატს.

2. სპეციალურ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი;

გ) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი.

მუხლი 16. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) სპეციალური მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური მასწავლებლის, ან/და საჯარო სკოლაში სპეციალური პედაგოგის, ან/და ფსიქოლოგის, ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორის საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა);

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსი.

მუხლი 17. სპეციალური მასწავლებლის სამუშაოს სპეციფიკა

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, სპეციალურ მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატისა) კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი სახით: კლასის დამრიგებლობა – 0.25.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არ არის დამოკიდებული სპეციალური მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო საათები

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით.

2. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება 36-საათიანი სამუშაო კვირის მიხედვით, რომლის შემადგენლობაშიც შედის  დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლება ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

3. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, რომელიც მხოლოდ უნდა მოიცავდეს დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

4. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.

5. სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, სამუშაო პროცესისთვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ სპეციალური მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს, უფლებამოსილია, სპეციალურ მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, შედეგების გაუმჯობესებამდე.

მუხლი 19. სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც არის კლასის დამრიგებელი;

გ) ასწავლის ორ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაა:

ა)  დანართი №1, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დანამატი 645.0 ლარს;

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25+645=1270.73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1270.73 ლარს.

3. აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1,1+405*1,1*0,15+405*0,2*0,15=524.48 ლარი (დანართი №1);

ბ) 524.48+645=1169.48 ლარი;

გ) 405*0,25=101.25 ლარი (დანართი №4);

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 1169.48 +101.25=1270.73 ლარი.

მუხლი 20. სქემით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატი

1. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

ა) სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი  და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით,  დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით.

3. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისათვის იანგარიშება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

4. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 595 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 645 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 695 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 745 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 795 ლარს.

5. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 775 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 875 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 975 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1075 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1175 ლარს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში, ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.

თავი IV

გარდამავალი დებულებები

მუხლი 21. ზოგიერთი მუხლის გავრცელება სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობასა და პირობებზე

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებზე ასევე გავრცელდეს ამ დანართის:

ა) მე-5, მე-6, მე-7, მე- 9, მე-10 და მე-13 მუხლები;

ბ) დანართი №1-ით განსაზღვრული „0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“;

გ) დანართი №2-ით განსაზღვრული „5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“;

დ) დანართი №3-ით განსაზღვრული „10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“;

ე) დანართი №4-ით განსაზღვრული „დანამატები მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

 დანართი №1  

0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

განათლება,  კვალიფიკაცია   და
სამუშაო   სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

 

 

სამუშაო   დატვირთვა  

(მიუხედავად   მოსწავლეთა   რაოდენობისა )

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება   და   კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

384.75

2

პროფესიული განათლება

0.9

431.33

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

477.90

4

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე  2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება

1.1

524.48

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

571.05

  სამუშაო   სტაჟი  X

 

 

X≤ 5 წელი

0.2

-

 

საბაზო   თანამდებობრივი   სარგო  = 1  თვე

405

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

 

კოეფიციენტები

მასწავლებელი

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

402.98

2

პროფესიული განათლება

0.9

449.55

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

496.13

4

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე   2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება

1.1

542.70

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

589.28

სამუშაო სტაჟი X

 

 

6

5 წელი < X ≤10 წელი

0.5

-

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო = 1თვე

405

 

 

დანართი №3 

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

 

 

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტები

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

409.05

2

პროფესიული განათლება

0.9

455.63

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1

502.20

4

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე  2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება

1.1

548.78

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

595.35

სამუშაო სტაჟი  X

 

 

6

X > 10წელი

0.6

-

 

საბაზო თანამდებობრივი

სარგო=1 თვე

405

 

 

დანართი №4

დანამატები მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე 

 

კლასკომპლექტით სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

კლასის დამრიგებლობის დანამატი

0.1

0.1

0.25

40.50

40.50

101.25

 

 

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო=1თვე

405