დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.131.016403 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა თანახმად №1 დანართისა.
2. დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა თანახმად №2 დანართისა. 3. დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა თანახმად №3 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
1. ეს დადგენილება განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – ნუსხა).
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (www.kobuleti.gov.ge).
2. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისაგან. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია; 4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებულია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები და გაცემის წესი |
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kouleti.gov.ge). მითითებულ მერიისა და საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე წერილობითი განცხადების წარდგენით.
2. ელექტრონული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს; იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) განმცხადებლის ელექტრონულ მისამართს და ტელეფონის ნომერს; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 3. ამ სტანდარტის მე-2 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება არ განიხილება. 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება/საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების და საორგანიზაციო განყოფილება და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 5. განცხადება რეგისტრაციის შემდეგ რეაგირებისათვის გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება). 6. ელექტრონულად მომზადებული ინფორმაციის დამუშავების/მომზადების შემდგომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი/საკრებულოს აპარატის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 7. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. 8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით. 9. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამსახური პირის თანხმობით უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით. 10. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
დანართი №2
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. |
დანართი №3
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები