„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.024593
199
17/06/2024
ვებგვერდი, 17/06/2024
430050000.10.003.024593
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №199

2024 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე,  ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე სქემის მოქმედება შესაძლებელია, გავრცელდეს კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წერილობითი (მატერიალური/ელექტრონული) ფორმით მიმართვა) შემთხვევაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეს სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული, უცხოელი მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე − მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში).“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) გარე დაკვირვება – პროცესი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად;“;

ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ც) სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა − მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მტკიცდება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა სერტიფიკატების საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) იმ ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.“.

5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედების სფერო

მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე − მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წერილობითი (მატერიალური/ელექტრონული) ფორმით მიმართვა) შემთხვევაში.“.

6. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოცდების შედეგები (საგნის გამოცდა, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული უნარების გამოცდა), რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ინფორმაციას აწვდის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.“.

7.  39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ უფროს მასწავლებელს, რომელსაც წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.“.

8. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 40. წამყვანი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა

1. წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.“.

9. 44-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე მუხლი:

მუხლი 45. სქემის ზოგიერთი მუხლის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ

1. 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულ იქნეს სქემის მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის, 21-ე მუხლის, 211 მუხლის, 23-ე მუხლის, 231 მუხლის, 232 მუხლის, IV თავის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 43-ე მუხლის მოქმედება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ გავრცელდეს სქემის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე