დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 262 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 08/04/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/04/1996 - 25/11/1997)
საქართველოს პრეზიდეტის
ბრძანებულება №262 1996 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
|
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულება. 2. ნება დაერთოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრს დარგის მართვის სრულყოფის მიზნით დაამტკიცოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს მასში ცვლილებები. ე. შევარდნაძე
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. ზოგადი დებულებები 1.1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ურბანიზაციის პროცესის მართვა და დასახლებული პუნქტების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, დაპროექტება, კაპიტალური მშენებლობა, მშენინდუსტრიისა და საშენ მასალათა მრეწველობის განვითარება, რეფორმები სამშენებლო კომპლექსს და საბინაო-კომუნალურ სფეროებში. სამინისტრო არეგულირებს არქიტექტურულ, საპროექტო და სამშენებლო საქმიანობას, შეიმუშავებს და განახორციელებს საწარმოო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და ტექნიკური პოტენციალის რაციონალური გამოყენების, მაღალეფექტიანი საგარეო-ეკონომიკური კავშირების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებებს. სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და ამ დებულების საფუძველზე. კომპეტენციით დადგენილ ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების ზედამხედველობასა და შემოწმებას სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან. 1.2. სამინისტროს მიერ დარგის მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: - დარგთაშორისი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან საქმიანი თანამშრომლობის საფუძველზე;
- მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ ტერიტორიის ურბანიზაციის, დასახლებული პუნქტების პერსპექტიული განვითარების, ბუნებათსარგებლობისა და მიწათმოწყობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის გარდაქმნის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამ გადაწყვეტილებების განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა მისი კომპეტენციის ფარგლებში სამხარეო და ადგილობრივი არქიტექტურულ-ქალაქ-
- თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დსთ-ში შემავალ და სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და დარგში საბაზრო ურთიერთობების ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით; - სამშენებლო კომპლექსში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 1.3. სამინისტრო არ ეწევა კომერციულ საქმიანობას. იგი ახორციელებს დარგის სახელმწიფო ქონების მართვას და ეფექტიანობის უზრუნველყოფას მასზე ფლობისა და სარგებლობის დელეგირებული უფლებების ფარგლებში. 1.4. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული განკარგულებები და მის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტაცია, სტანდარტები, დებულებები, ინსტრუქციები და სხვა დარგობრივი ქვეკანონური აქტები სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, აგრეთვე ორგანიზაციებისა და საწარმოთათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა. 1.5. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 1.6. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანები 2.1. დარგში ერთიანი სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეკონომიკის აღმავლობის, ხალხის სულიერი აღორძინების, ადამიანისა და, მთლიანად საზოგადოებისათვის სრულფასოვანი საარსებო გარემოს შექმნის, მათი დასაქმებისა და მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების მიზნით. 2.2. საქართველოში ურბანიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ამ პროცესის მართვის მექანიზმების დასახვა, რაც გულისხმობს:
- საწარმოო ძალთა განთავსებისა და განსახლების სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამების შემუშავების ორგანიზაციას და მათი რეალიზაციის კოორდინაციას; - საქართველოს ტერიტორიული რესურსების გეგმებისა და საინჟინრო ორგანიზაციის პროგრამების შემუშავება რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრინციპებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- დასახლებული პუნქტების ჩამოყალიბებული განაშენიანების, არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათი კომპლექსების მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის კონცეპტუალური საკითხების გადაწყვეტა ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის გათვალისწინებით, შესაბამისი გეგმებისა და მათი რეალიზაციის ზედამხედველობა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან; - ქალაქთმშენებლობის სამართლებრივი ბაზის შემუშავება და მისი დაცვის ზედამხედველობა. 2.3. საქართველოში ენერგეტიკული და საინფორმაციო სისტემების, რეგიონთაშორისი საინჟინრო კომუნიკაციებისა და სა ტრანსპორტო მაგისტრალების განვითარების გეგმარებითი მიმართულებების განსაზღვრა და მათი რეალიზაციის ზედამხედველობა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან. 2.4. დასახლებული პუნქტების ტერიტორიების საინჟინრო ქსელების განვითარების, შენობების ტექნიკური აღჭურვილობის და საინჟინრო ნაგებობების რაციონალური ტიპების დანერგვის პროგრამების დამუშავება ენერგორესურსების ეკონომიის მოთხოვნების და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესაძლებლობების გათვალისწინებით და ამ პროგრამების განხორცილების კოორდინაცია. 2.5. სახელმწიფო საბინაო პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამის შემუშავება, ბინათმშენებლობის სტიმულირების ღონისძიებების დასახვა და რეალიზაციის კოორდინაცია. 2.6. საბინაო-კომუნალური მეურნეობის ექსპლუატაციის ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და საბინაო სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა. 2.7. საქართველოში მშენინდუსტრიის და საშენ მასალათა მრეწველობის პერსპექტიული განვითარების სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრა, შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია. 2.8. მშენებლობის ტექნიკური პოლიტიკის, სამშენებლო ნორმებისა და წესების სტანდარტების დებულებების, ინსტრუქციებისა და სხვა დარგობრივი ქვეკანონური აქტების შექმნა და დამტკიცება თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2.9. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებში მონაწილეობის მიზნით: - პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. - სამშენებლო კომპლექსის ობიექტების პრივატიზაციის დარგობრივი პროგრამის შემუშავება და პრივატიზაციის პროცესების წარმართვაში მონაწილეობა განსაკუთრებული ხელშემწყობი პირობების შექმნით; - მცირე ბიზნესის საბაზრო სტრუქტურების საქმიანობისათვის მხარდაჭერა. 2.10. სახელმწიფო პროგრამებზე დამკვეთის ფუნქციის შესრულება. 2.11. კაპიტალური მშენებლობის საჭიროებისათვის პროგრესული ტექნოლოგიების, ხელსაწყოების, მანქანებისა და მექანიზმების წარმოების პერსპექტიული განვითარებისა და მათი დანერგვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად შესაბამის ღონისძიებათა კომპლექსის გატარება. 2.12. საგანგებო სიტუაციების მოსალოდნელი შედეგების შეფასების, ტერიტორიების, კომუნიკაციების და შენობა-ნაგებობების საინჟინრო დაცვის ღონისძიებების შემუშავება. სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია. 2.13. დარგში ერთიანი სახელმწიფო-საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელება საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების თავისებურებათა გათვალისწინებით და ამ მიზნით:
- დარგის ყველა სფეროში საინვესტიციო საქმიანობის პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელმძღვანელობა; 2.14. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაცია და რეგულირება, ამ საქმიანობის ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.15. დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა. 3. სამინისტროს ფუნქციები 3.1. დარგის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზირება მოკლე და გრძელვადიანი პერიოდებისათვის.
3.2. დარგის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, კომპლექსური მიზნობრივი პროგრამების შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია, პრაქტიკაში დასანერგავად სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის 3.5. დარგში სახელმწიფო ნორმატიული ბაზის, სტანდარტების, დებულებების, ინსტრუქციებისა და სხვა ქვეკანონური აქტების დამტკიცება, გამოცემა, კონტროლი მათი მოთხოვნების დაცვისადმი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების და საკუთრების ფორმისა. 3.6. მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მონაპოვართა პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საჭირო სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის გამოცემა.
3.7. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების გამოყენების უზრუნველყოფა. 3.9. არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების მოქმედი წესის შესაბამისად. 3.10. დარგში ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და პრივატიზების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება. 3.11. დარგში ერთიანი სახელმწიფო-საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია, თავისუფალ ფასთა მოქმედების პირობებში მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო და სახელშეკრულებო ფასების განსაზღვრის ნორმებისა და მეთოდების შექმნა, სრულყოფა.
3.12. დარგობრივი საინფორმაციო ბანკის, საინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება. 3.14. დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია. 3.15. დარგის ხელმძღვანელი კადრების გადამზადებისა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია, კადრების განათლების კოორდინაცია.
3.16. დარგში საგარეო-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, ამ სფეროში საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება და უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება-რეალიზაცია. 3.18. სამხარეო სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა სტრუქტურებში შემავალი სამინისტროს პროფილის სამსახურების (ორგანოების) საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა. 3.19. სამინისტრო არ ერევა მის სისტემასა და საკურაციო სფეროში შემავალ ორგანიზაციათა და საწარმოთა ოპერატიულ-სამეურნეო მართვაში. 4. სამინისტროს უფლებამოსილებანი სამინისტროს უფლება აქვს:
12. დააწესოს კონტროლი: - დარგში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებისადმი; - სახელმწიფო შეკვეთების შესრულებისადმი; - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქციისა და საშენი მასალების ხარისხისადმი; - განსახლების საწარმოო ძალთა განთავსების, დასახლებული პუნქტების ტერიტორიული განვითარების ბუნებათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის პროგრამების რეალიზაციისადმი. 4.3. დადგენილი წესით: - შექმნას ახალი სახაზინო საწარმოები, დაამტკიცოს მათი წესდებები და წარადგინოს სარეგისტრაციოდ; - საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მოახდინოს მასში შემავალი საწარმოების შერწყმა, გაერთიანება, ლიკვიდაცია. 4.4. კონტრაქტით დანიშნოს მასში შემავალი სახაზინო საწარმოს ან ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელი, გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან. 4.5. მოამზადოს წინადადებების დარგში შემავალი მონოპოლისტი საწარმოების მიმართ სათანადო ღონისძიებების თაობაზე და წარუდგინოს ისინი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. 4.6. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. 4.7. განახორციელოს საგამომცემლო საქმიანობა. 4.8. შექმნას დარგთაშორისი საკოორდინაციო საბჭო, უწყებათაშორისი კომისია, სამეცნიერო-ტექნიკური, არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი, ექსპერტთა და სხვა საბჭოები, დროებითი შემოქმედებითი კოლექტივები. 5. სამინისტროს მართვა 5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. 5.2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5.3. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. 5.4. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. 5.5. მინისტრი: სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, ამტკიცებს დარგის ნორმატიულ დოკუმენტაციას, სტანდარტებს, მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებს და სხვა დარგობრივ ქვეკანონურ აქტებს; ამტკიცებს სამინისტროს საშტატო განრიგს ცენტრალური აპარატის დადგენილი რიცხოვნობისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში; უფორმებს კონტრაქტს სამინისტროს აპარატის მუშაკებს, აგრეთვე მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს; ხელშეკრულების საფუძველზე საკანონმდებლო აქტების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროექტების, ქვეყნის სამშენებლო ნორმებისა და სხვა ტექნიკური ლიტერატურის შესაქმნელად იწვევს მეცნიერებს, მაღალკვალიფიციურ ინჟინრებსა და სხვა სპეციალისტებს, სამსახურებრივი ადგილის, დაქვემდებარებისა და დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. 6. სამინისტროს სტრუქტურა 6.1. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი. 7. სამინისტროს ლიკვიდაცია 7.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები