„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.024592
198
17/06/2024
ვებგვერდი, 18/06/2024
300350000.10.003.024592
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №198

2024 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) მიზანია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და წახალისება.

2. ეს მხარდაჭერის სქემა ვრცელდება საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 0.5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურებზე (შემდგომში – ელექტროსადგური).

3. ეს მხარდაჭერის სქემა განსაზღვრავს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მინიჭების წესს.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაინტერესებული პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლება ან წარადგენს განაცხადს ამ უფლების მოპოვების მიზნით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1განაცხადი − დაინტერესებული პირის მიერ სიმძლავრის აუქციონის კომისიისთვის ან სამინისტროსთვის წარდგენილი წინადადება, რომლითაც მოითხოვს მისთვის მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მინიჭებას. განაცხადი უნდა ასახავდეს დაინტერესებული პირის ნამდვილ ინტერესს და მზადყოფნას  ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებაზე;“;

გ) „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება − სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/პირდაპირი წესით შერჩეულ პირსა და ესკოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხორციელდება დღით ადრე ბაზრის ფასსა და შეთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსური ანგარიშსწორება, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;

ვ) საბანკო გარანტია – სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებული/პირდაპირი წესით შერჩეული პირის მიერ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით ან განხორციელების ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობის (ბენეფიციარი) მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება;

ზ) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია − დაინტერესებული პირის მიერ განაცხადით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მითითებული ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება − სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/ პირდაპირი წესით შერჩეულ პირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის შესახებ;“;

ე) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1განხორციელების ხელშეკრულება – სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/პირდაპირი წესით შერჩეულ პირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ;“;

ვ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1ფიქსირებული ტარიფი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზედა ზღვარი, რომლის შესაბამისად დაინტერესებული პირი წარადგენს განაცხადს – მის მიერ შეთავაზებული ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებულ ტარიფს;“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების შერჩევისა და ტარიფის განსაზღვრის წესი

1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეები შეირჩევიან:

ა) სიმძლავრის აუქციონის მეშვეობით;

ბ) პირდაპირი წესით.

2. მხარდაჭერის სქემის შეთავაზების შესახებ სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას ვებგვერდზე, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების შესარჩევად გამოყენებული წესი;

ბ) განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღები; 

გ) ფიქსირებული ტარიფი (პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირებისთვის ტარიფი განისაზღვრება სიმძლავრის აუქციონზე, მედიანური ტარიფის პრინციპის გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ფიქსირებული ტარიფი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს პირდაპირი წესით შერჩევის დაწყებამდე ჩატარებულ უკანასკნელ სიმძლავრის აუქციონზე შესაბამისი კატეგორი(ებ)ისთვის განსაზღვრულ მედიანურ ტარიფ(ებ)ს;

ბ) დაინტერესებული პირის მიერ შეთავაზებული ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებულ ტარიფს.

5. სამინისტრო  უფლებამოსილია ფიქსირებული ტარიფით მხარდაჭერის სქემის შეთავაზება გააკეთოს ერთხელ ან რამდენჯერმე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად  განცხადების გამოქვეყნებით.

6. სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ პირს არ აქვს უფლება, მისთვის განსაზღვრული ტარიფის გაუმჯობესების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს  პირდაპირი წესით შერჩევაში.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან/და მე-6 პუნქტის დარღვევით წარდგენილი განაცხადები არ ექვემდებარება განხილვას.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. განაცხადების განხილვა

1. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადის ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს:

ა) სიმძლავრის აუქციონის კომისია, სიმძლავრის აუქციონის ჩატარების შემთხვევაში; ან

ბ) სამინისტრო, პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში.

2. სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო განაცხადებს განიხილავს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სამინისტრო ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.

3. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი შეესაბამება ამ დადგენილების მოთხოვნებს:

ა) სიმძლავრის აუქციონის კომისია ითვალისწინებს მას მედიანური ტარიფის დადგენისას და სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს ანიჭებს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლებას; ან

ბ) სამინისტრო დაინტერესებულ პირს ანიჭებს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლებას.

4. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი არ შეესაბამება ამ დადგენილების მოთხოვნებს, სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) განუხილველად დატოვოს განაცხადი;

ბ) შეწყვიტოს განაცხადის განხილვა; ან

გ) დაინტერესებულ პირს განუსაზღვროს ვადა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხარვეზ(ებ)ის გამოსასწორებლად.

5. სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო უფლებამოსილია შეწყვიტოს განაცხად(ებ)ის განხილვა და დაინტერესებულ პირ(ებ)ს დაუბრუნოს განაცხად(ებ)ი და  განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია/განაცხადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს.“.

5. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. განაცხადების შერჩევა

1. სიმძლავრის აუქციონზე შეთავაზებული დადგმული სიმძლავრე დაინტერესებულ პირ(ებ)ზე გადანაწილდება მედიანური ტარიფის პრინციპის შესაბამისად.

2. ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შეთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი. თუკი ასეთ შემთხვევაში ტარიფები იდენტურია, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლის ენერგეტიკული მოდელით შეთავაზებული სავარაუდო გამომუშავება იქნება უფრო მაღალი. თუკი ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას შეთავაზებული ტარიფები და ენერგეტიკული მოდელით შეთავაზებული სავარაუდო გამომუშავებები იდენტურია, სამინისტრო ვალდებულია, ჩანიშნოს სიმძლავრის აუქციონი/განმეორებითი სიმძლავრის აუქციონი, „სიმძლავრის აუქციონის წესების“ შესაბამისად. სიმძლავრის აუქციონში/განმეორებით სიმძლავრის აუქციონში უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შეთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი.

3. თუ განაცხადების მიღების დაწყების შემდეგ სამინისტროს მიმართავს დაინტერესებული პირი „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად, ისეთ საპროექტო არეალზე, რომელზეც იმავდროულად სხვა დაინტერესებული პირიც წარადგენს განაცხადს ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, მისი მოთხოვნა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად მოქმედი დაინტერესებული პირი ვერ მოიპოვებს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლებას ან მასთან რაიმე სხვა მიზეზით არ გაფორმდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო, ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონის კომისიის/სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მხარდაჭერის სქემის მოთხოვნებს, წინადადების მომზადებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.

2. წარმოდგენილი წინადადების საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, საქართველოს მთავრობასა და სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/პირდაპირი წესით შერჩეულ პირს შორის იდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებას. თუ მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მინიჭებამდე, ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად განაცხადების მიღების დაწყებამდე, გაფორმებული იყო ხელშეკრულება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების ან/და „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდება აღნიშნული პროექტის განვითარების საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეტაპი და დაინტერესებული პირის მიერ მომზადებული და სამინისტროსთვის წარდგენილი კვლევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება შესრულებულად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებდობის ხელშეკრულებითა და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა პროექტის განმახორციელებელ პირთან აფორმებს განხორციელების ხელშეკრულებას.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება უნდა დაიდოს საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის (განკარგულება) მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ და საქართველოს მთავრობა სრულად გამოითხოვს შესაბამის საბანკო გარანტიას.“.

7.  მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. განაცხადი. მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი ინფორმაცია“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირი, მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, წარადგენს განაცხადს წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის შესახებ სრულ ინფორმაციას (კომპანიის დასახელებას; ამონაწერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შესაბამისი იურიდიული პირის არსებობა, მისი სარეგისტრაციო მონაცემები, ინფორმაცია პარტნიორების/დამფუძნებლებისა და დირექტორების შესახებ და რომელიც შესაბამისად დადასტურებული უნდა იყოს აპოსტილით ან უნდა იყოს ლეგალიზებული; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საკონტაქტო ინფორმაციას);

ბ) პოტენციური ელექტროსადგურის პროექტის შესახებ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას;

გ) შეთავაზებულ ტარიფს;

დ) პროექტის განხორციელების სავარაუდო გეგმა-გრაფიკს;

ე) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. ამასთანავე, მისი მოქმედების ვადა  განაცხადების მიღების დასრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვით;

ვ) „სიმძლავრის აუქციონის წესებით“ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტაციას.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ამ მხარდაჭერის სქემის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი განაცხადს წარუდგენს სიმძლავრის აუქციონის კომისიას, ხოლო 41 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამინისტროს.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. განცხადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება 41 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით.

6. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის (ინფორმაციის ან/და დოკუმენტების) კონფიდენციალურობა, გარდა პროექტის სიმძლავრისა და შეთავაზებული ტარიფისა, რაც შესაძლებელია, გასაჯაროვდეს სამინისტროს მიერ.“.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. საბანკო გარანტია

1. პროექტის განმახორციელებელი პირი, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებითა და განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის (ბენეფიციარი) სასარგებლოდ წარადგენს შემდეგი სახის საბანკო გარანტიებს:

ა) წინასამშენებლო გარანტია – ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება;

ბ) სამშენებლო გარანტია – განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

2. საბანკო გარანტია პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს მთავრობას უნდა წარედგინოს  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 10 (ათი) თვით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადას. 

3. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმავე ბანკის სააქციო კაპიტალის 15 (თხუთმეტი) პროცენტს. 

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 20  000 (ოცი ათასი) აშშ დოლარზე/მის ეკვივალენტ ევროზე (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო გარანტიის გაცემისას დადგენილი კურსით) გამრავლებით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარზე/მის ეკვივალენტ ევროზე (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო გარანტიის გაცემისას დადგენილი კურსით) გამრავლებით.

6. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს განახლებული საბანკო გარანტია, საჭიროებისამებრ გაზრდილი მოქმედების ვადითა და ოდენობით, სამინისტროსგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ამ მხარდაჭერის სქემისა და შესაბამისი ხელშეკრულების მოთხოვნების გათვალისწინებით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) განისაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულებ(ებ)ის შესასრულებლად, 101 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად; ან/და

ბ) განხორციელდა საბანკო გარანტიის გამოთხოვა პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, 101 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.

9.  მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. პროექტის მონიტორინგი

1. სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, წარუდგინოს მას ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, მათ შორის, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით, განხორციელების ხელშეკრულებით, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ. პროექტის განმახორციელებელმა პირმა სამინისტროს ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გონივრულ ვადაში, თუმცა მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 2 თვეში.

2. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროს შეფასების შემდგომ, წარმოედგინება საქართველოს მთავრობას.“.

10. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10– 103  მუხლები:

მუხლი 101. ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო

1. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით განსაზ-ღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, პროექტის განმახორციელებელ პირს დარღვევის გამოსასწორებლად განუსაზღვროს  გონივრული ვადა.

2. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევისთვის პროექტის განმახორციელებელ პირს ეკისრება პირგასამტეხლო.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, სამინისტრო პროექტის განმახორციელებელ პირს ატყობინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, განუმარტავს დარღვევის არსს და განუსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ვადას.

4. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება წინასამშენებლო გარანტიით/სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გამრავლებით.

5. თუ პროექტის განმახორციელებელი პირი არ გადაიხდის პირგასამტეხლოს ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, გამოითხოვოს საბანკო გარანტია, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობით. ასეთ შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელმა პირმა უნდა წარადგინოს განახლებული საბანკო გარანტია, შესაბამისად გაზრდილი (შევსებული) ოდენობით, საბანკო გარანტიის გამოთხოვიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი  102. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება შესაძლებელია, შეწყდეს ცალმხრივად ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების  შესაბამისად.

2. თუ პროექტის განმახორციელებელ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლო(ები) ჯამურად აღემატება წინასამშენებლო გარანტიით/სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს  ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა სრულად გამოითხოვს საბანკო გარანტიას, ხოლო პროექტი და შესაბამისი ქონება (მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება) უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს.

3. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება წყდება ავტომატურად, რის თაობაზეც საქართველოს მთავრობა წერილობით აცნობებს პროექტის განმახორციელებელ პირს და სრულად გამოითხოვს შესაბამისი საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას, თუ პროექტის განმახორციელებელი პირი:

ა) არ გამოასწორებს დარღვევას 101 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ დამატებით ვადაში;

ბ) არ წარადგენს საბანკო გარანტიას ან/და არ უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის განახლებას ამ მხარდაჭერის სქემით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი  103. პროექტის განხორციელების უფლების დატვირთვა და გასხვისება

1. პროექტის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, პროექტის განხორციელების უფლება, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს ან ნებისმიერი ფორმით დატვირთოს. ამასთანავე, ის პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში აშენებული ელექტროსადგურის ექსპლუატაციაზე, მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   

2. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების/განხორციელების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროექტის განხორციელების უფლების გასხვისების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, პროექტის განხორციელების უფლება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობასთან დადებული ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორცი-ელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით.

3. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების/განხორციელების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ პროექტის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე, პროექტის განმახორციელებელ პირთან ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.“.

11. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2024 წლის  1 ივლისამდე ჩატარებულ სიმძლავრის აუქციონებში გამარჯვებული პირების მიერ წარსადგენი ან განახლებული საბანკო გარანტიების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადების მომენტში მოქმედი წესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე