დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 13/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016695 |
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) კომისიის თავმჯდომარის საოქმო დავალებით წარმართავს კომისიის სხდომებს;“; ბ) მე-8 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ქონების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას;“; ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ქონების მართვის დეპარტამენტის საქმიანობას და კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;“; გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ქონების მართვის დეპარტამენტი;“; დ) მე-10 მუხლის: დ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.“; დ.ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ქონების მართვის დეპარტამენტი ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის ქონების მართვის საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, შესრულება და მონიტორინგი; გ) შესყიდვების პროცესის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება; დ) საოფისე და საკანცელარიო მეურნეობის წარმართვა და კონტროლი; ე) კომისიის ავტოპარკის მართვა და მონიტორინგი; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები