„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017235
58
18/06/2024
ვებგვერდი, 19/06/2024
040030000.22.026.017235
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №58

2024 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016583) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

) ,, ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,. ქვეპუნქტი:

„ბ.ა) ბუღალტრული აღრიცხვის ჯგუფი;“;

) ,, ქვეპუნქტის:

.) . ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

.) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„ვ1) სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების განყოფილება;“;

) ,, ქვეპუნქტის:

.) ., ,,. და . ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

.) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1, 2 და 3 ქვეპუნქტები:

,,ზ1) რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილება;

2) საცალო აფთიაქი;

3) სისხლის ბანკი;“;

) ,, ქვეპუნქტის:

.) . და . ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

.) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1, 2 და ქვეპუნქტები:

,,თ1) ლაბორატორია;

2) გადაუდებელი დახმარების განყოფილება;

3) სამედიცინო მარაგების განყოფილება;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„ჟ1) ჰოსპიტლისთვის საჭირო მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შეძენისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;“.

3. მე-11 მუხლის:

) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11მუხლი:

,,მუხლი 111. სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების განყოფილება

1. განყოფილების მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ბ) სამხედრო-სამედიცინო კომისიისა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა.“.

4. მე-12 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში კარდიოლოგიური, ინფექციური, თერაპიული მკურნალობა და თანამედროვე ეფექტური მეთოდების დანერგვა.“;

) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121, 122  და 123 მუხლები:

,,მუხლი 121. რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილება

1. რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების მიზანია უზრუნველყოს კრიტიკული მოვლა და სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ორგანოთა სისტემის უკმარისობა ან იმყოფებიან ზემოაღნიშნული პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ, ასევე, საოპერაციო ბლოკში შესაბამისი ანესთეზიოლოგიური  მხარდაჭერა.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ხელი შეუწყოს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პაციენტის ორგანოთა სისტემის სტაბილიზაცია;

ბ) პოსტ-ოპერაციულ პერიოდში პაციენტის შესაბამისი მონიტორული მხარდაჭერა და სათანადო მკურნალობის აღმოჩენა.

მუხლი 122. საცალო აფთიაქი

1. საცალო აფთიაქის მიზანია მოსამსახურეების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) თანამედროვე, ეფექტური, ფსიქოტროპული და სამკურნალწამლო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

2. საცალო აფთიაქის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამკურნალწამლო მედიკამენტების და ფსიქოტროპული საშუალებების მარაგების კონტროლი, დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გაცემის უზრუნველყოფა;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

გ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა.

მუხლი 123. სისხლის ბანკი

1. სისხლის ბანკის მიზანია განახორციელოს სისხლის კომპონენტების დამზადება და განკარგვა, ჰოსპიტლის უზრუნველყოფა სისხლის კომპონენტებით და კლინიკურ-ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის წარმოება.

2. სისხლის ბანკის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჰოსპიტლის სისხლის კომპონენტებით მომარაგების ხელშეწყობა;

ბ) სისხლის გადასხმის პროცედურის უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა სისხლის კომპონენტებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-13 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო, პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური მომსახურების, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის განხორციელება და თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა.“;

) მე-2 პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, რეაბილიტაციური მკურნალობის გაწევა და პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების უზრუნველყოფა);“.

) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131, 132 და 133 მუხლები:

,,მუხლი 131. ლაბორატორია

1. ლაბორატორიის მიზანია როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული პაციენტები უზრუნველყოს სხვადასხვა კლინიკური კვლევებით და დიაგნოსტიკით. დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგი ლაბორატორიული კვლევის მიმართულებებს: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კლინიკა-ჰემატოლოგია, ჰემოსტაზი, ბაქტერიოლოგია, მოლეკულური პჯრ, ციტოლოგია.

2. ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჰოსპიტალში პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურება;

ბ) ჰოსპიტალში თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების დანერგვა და სრულიად ავტომატიზებული, მაღალტექნოლოგიური აპარატურით მომსახურება;

გ) სახელმწიფო სამედიცინო და სამეცნიერო პროგრამებში ჩართულობა.

მუხლი 132. გადაუდებელი დახმარების განყოფილება

1. გადაუდებელი დახმარების განყოფილების მიზანია პაციენტისათვის დროული მაღალხარისხოვანი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარება, ასევე, სათანადო დაკვირვება და მოვლა, სათანადო კვლევების, დიაგნოზისა და მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მოქმედი მარეგულირებელი პროტოკოლისა და გაიდლაინის მიხედვით.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) განყოფილების უფროსისათვის დიაგნოზის, პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის საკითხის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;

ბ) სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

გ) პაციენტისთვის დანიშნულების მიცემა და მისი შესრულების კონტროლი;

დ) პაციენტის გადაუდებელი დახმარების დროული აღმოჩენა;

ე) პაციენტის სიკვდილის თითოეული შემთხვევის გაანალიზება და ხელმძღვანელობისათვის დაწვრილებით მოხსენების გაკეთება;

ვ) დაქვემდებარებული საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მუშაობის კონტროლი;

ზ) ყველა საგანგებო შემთხვევის განყოფილების უფროსისათვის დაუყოვნებლივ მოხსენება;

თ) სამედიცინო ანგარიშის შედგენის მიზნით, უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;

ი) იმ დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, რომელიც გულისხმობს ავადმყოფის თანხმობას ინვაზიურ ჩარევაზე, აქტის გაფორმებას ავადმყოფის მიერ მკურნალობაზე უარის შესახებ და სხვა;

კ) ავადმყოფთან ურთიერთობის დროს კონფიდენციალურობისა და დეონტოლოგიის ნორმების დაცვა.

მუხლი 133. სამედიცინო მარაგების განყოფილება

1. განყოფილების მიზანია ჰოსპიტლის თანამედროვე და ეფექტური სამკურნალწამლო მედიკამენტებით და სხვადასხვა დანიშნულების სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა.

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების, სამკურნალწამლო მედიკამენტებისა  და  სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი, დაგეგმვა,  შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ჰოსპიტლის განყოფილებებზე გაცემის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

გ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა.“.

6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქმისწარმოება, დამთავრებული, ხანგრძლივად და მუდმივად შესანახი დოკუმენტების არქივში განთავსება, საქმეთა რეესტრის წარმოება და ჰოსპიტლის არქივის მუშაობის ორგანიზება;

ბ) ჰოსპიტალში სამედიცინო დოკუმენტების შენახვის, დაცვის და მათზე წვდომის უზრუნველყოფა დადგენილი პროცედურითა და წესით;“.

7. 141 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი უფლებამოსილია უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დასკვნების მომზადება, აგრეთვე სამხედრო-სამედიცინო კომისიისა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე