„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016724
10/2024
17/06/2024
ვებგვერდი, 18/06/2024
010340000.15.008.016724
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10/2024

2024 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2023, 010340000.15.008.016686) დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკო წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ან/და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდას, რომელშიც რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, მიუხედავად იმისა, უდასტურდება თუ არა მოქალაქეს გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიქაბერიძე