აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
1-1/215
12/06/2024
ვებგვერდი, 17/06/2024
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2015

2024 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 4 აპრილის №01/593 განცხადება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორს განაპირობებს. საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის კმ126-ში, მდინარე ჩხერეზე არსებული ხიდიდან 158 მეტრში და მთავრდება კმ130+755-ზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. საპროექტო მონაკვეთი საკმაოდ რთულ რელიეფში მდებარეობს, კერძოდ მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდან მთებით არის შემოსაზღვრული. არსებული საავტომობილო გზა ხასიათდება მცირე რადიუსის მქონე მკვეთრი მოსახვევებით, ხილვადობა შეზღუდულია, მიწის ვაკისის და სავალი ნაწილის სიგანე ცვალებადია და არ აკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. ამასთან,  გზის გრძივი ქანობი გზის ცალკეულ მონაკვეთებში 9-11%-ის ფარგლებშია. აივნები რომელიც მოწყობილია ოთხ ადგილას ამორტიზებული და ავარიულია. არსებული გვირაბის (სიგრძით 445 მეტრი) ვერტიკალური გაბარიტი არ აკმაყოფილებს შესაბამის ნორმებს და აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია – საგზაო ნიშნების დაყენება, სავალი ნაწილის მონიშვნა, მიმმართველი ბოძკინტების, სპეცპროფილის ბეტონის პარაპეტების და ლითონის მრუდხაზოვანი ძელების განთავსება. საპროექტო მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 14 მეტრს, საიდანაც 7 მეტრი წარმოადგენს სავალ ნაწილს, რომლის ორივე მხარეს გათვალისწინებულია გამაგრებული გვერდულების მოწყობა, სიგანით 2.5 მეტრი. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ელისაბედი შიოლაშვილის (პ/ნ:44001000890) საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 9385 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N74.01.14.532) ნაწილის – 1 744 კვ. მ  მიწის ნაკვეთის (ასევე მასზე არსებული შენობა/ნაგებობის იხ: დეპარტამენტის 2023 წლის 01 ნოემბრის N2-08/17580 წერილი)   ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების  საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 9385 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N74.01.14.532) მესაკუთრეა ელისაბედი შიოლაშვილი  (პ/ნ 44001000890).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ელისაბედი შიოლაშვილის  საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 9385 კვ.მ  სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N74.01.14.532) ნაწილი – 1 744 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის  29 მაისის  სხდომის   ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ელისაბედი შიოლაშვილის (პ/ნ:44001000890) საკუთრებაში არსებულ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 9385 კვ.მ  სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N74.01.14.532) ნაწილზე – 1 744 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა/ნაგებობაზე. 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                         ლევან დავითაშვილი