„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41-44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.017228
41-44
14/06/2024
ვებგვერდი, 17/06/2024
280120000.35.101.017228
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84 -64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41-44

2024 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის №84-64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის №84-64 დადგენილების (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 05/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.016882) პირველი მუხლით დამტკიცებულ „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09)  განხორციელების წესში“ (დანართი №1) და:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქვეპროგრამა – „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ (კოდი: 06 02 09) ქვეპროგრამა;

ბ) მერია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

გ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;

დ)სამედიცინო მომსახურება – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან;

ე) სხვა საჭიროება – მოიცავს მედიკამენტსა და მედიკამენტისგან განსხვავებულ საჭიროებას;

ვ) მიმწოდებელი  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების მიწოდებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა, ასევე საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაცია, სადაც შესაძლებელია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების მიღება;

ზ)კომისია – „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისია“;

თ)აქტიური მოთხოვნა – სამედიცინო მომსახურების/ სხვა საჭიროების დაფინანსების შესახებ  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში წარდგენილი მოთხოვნა, რომელიც იმყოფება  განხილვის ეტაპზე;

ი)მოდული – მიმართვების ადმინისტრირების  ელექტრონული პროგრამა;

კ)გადაწყვეტილების გააქტიურება – დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდების დაწყება;

ლ)გადაწყვეტილების განაღდება – სხვა საჭიროების (მედიკამენტის) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მედიკამენტის გაცემა;

მ) გადაწყვეტილების ნაწილობრივ განაღდება  სხვა საჭიროების (მედიკამენტის) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მედიკამენტის ნაწილობრივ გაცემა;

ნ)მოთხოვნის ფორმა – ფორმა, რომელსაც სხვა საჭიროების მიმწოდებელი გასცემს მოთხოვნის მოდულში რეგისტრაციის შემდგომ და პირი/მისი კანონიერი წარმომადგენელი წარუდგენს სამსახურს;

ო) ელექტრონული რეესტრი  – გააქტიურებული და განაღდებული/ნაწილობრივ განაღდებული შემთხვევების აღწერა;

პ) მონიტორინგის  განყოფილება – სამსახურის  პროგრამების მონიტორინგის განყოფილება, მოთხოვნის კონტროლზე უფლებამოსილი პირი.

ჟ) თავშესაფარი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ: 406153111) მართვაში არსებული „ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კომისიისათვის განცხადებით მიმართვამდე 6 თვით ადრე მაინც, რეგისტირებულნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება თავშესაფრის ბენეფიციარებზე, აგრეთვე იმ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ „დევნილთა მონაცემთა ბაზაში“  რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.“;

გ) მე-4 მუხლის

გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სხვა საჭიროების მიმწოდებელი ვალდებულია მოდულის მეშვეობით ელექტრონულად წარმოადგინოს:

ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი);

ბ) მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8 სავაჭრო დასახელებას, რომლის დანიშნულებისამებრ მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

გ) მედიკამენტისგან განსხვავებული სხვა საჭიროებათა დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროებათა ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8 სავაჭრო დასახელებას;

დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე.“;

გ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თავშესაფრის ბენეფიციარებს ქვეპროგრამით სარგებლობა ასევე შეუძლიათ მიმწოდებელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის საფუძველზე.“;

დ) მე-5 მუხლის

დ.ა) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ თუ:

გ.ა) შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

გ.ბ) სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების დაფინანსების მოთხოვნისას, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის ღირებულება  არ აღემატება 1000 ლარს;

გ.გ) სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების დაფინანსებისას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ან/და კერძო დაზღვევის ან/და რეფერალური მომსახურების (ასეთი დაფინანსებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა თანადაფინანსების შემდეგ, დარჩენილი თანხა არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს;

გ.დ) სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე აქტიური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანის ღირებულება არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს, გარდა იმ შემთხვევისა თუ რამდენიმე აქტიური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მოთხოვნის ღირებულება 1000 (ათასი) ლარზე ნაკლებია, მაგრამ ერთი და იმავე მიმწოდებლის მიერაა წარმოდგენილი;

გ.ე) „გ.ბ“, „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფარის ბენეფიციარებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ რეგისტრაციის კონკრეტული მისამართი.“;

გ.ვ) სამედიცინო მომსახურება/სხვა საჭიროება დაფინანსებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულად, თუმცა პირი ითხოვს სხვა არასამედიცინო სერვისების, მათ შორის, ექიმის ჰონორარის, VIP პალატის და სხვათა ანაზღაურებას;

გ.ზ) ინფორმაციის შესწავლისას (მათ შორის, ფორმა №IV-100/ა ან სხვა დოკუმენტები) დადგინდა, რომ პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ.თ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც სამსახურის უფროსის/მერის მიერ უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება;

გ.ი) ონკოლოგიურ პაციენტთა სამკურნალოდ გათვალისწინებული ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნისას, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

გ.კ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ახალი განცხადების/მოთხოვნის მერიაში/მოდულში რეგისტრაციის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 3 თვისა, გარდა:

გ.კ.ა) გადაუდებლად დაფინანსების შემთხვევისა;

გ.კ.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ განმცხადებელი თავშესაფრის ბენეფიციარია.

გ.კ.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ პირის მიერ არ მომხდარა დაფინანსებული თანხის გამოყენება და წარმოდგენილია თავდაპირველად დაფინანსებულისგან განსხვავებული შინაარსის მოთხოვნა (აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება ასევე მიმწოდებლის მხრიდან მედიკამენტის მარაგის არქონით განპირობებულ შემთხვევებზე).  

გ.კ.დ) იმ შემთხვევისა, როცა დასტურდება, რომ პირის მიერ წარმოდგენილ ბოლო დაფინანსების მოთხოვნაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემდგომ, პირმა წარმოადგინა წინა მოთხოვნისაგან განსხვავებული მომსახურების/საჭიროების შესახებ დაფინანსების მოთხოვნა;

გ.ლ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს დაფინანსებას დავალიანების დაფარვისათვის;

გ.მ) მოთხოვნის შესწავლისას მონიტორინგის განყოფილების მიერ მომზადებულია დაფინანსების განხილვის თაობაზე უარყოფითი დასკვნა;

გ.ნ) დაინტერესებული პირი ითხოვს:

გ.ნ.ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის, თვითმკურნალობის დაფინანსებას;

გ.ნ.ბ) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

გ.ნ.გ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას;

გ.ნ.დ) სტომატოლოგიური მომსახურებისა და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას;

გ.ნ.ე) შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

გ.ნ.ვ) სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები) დაფინანსებას;

გ.ნ.ზ) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

გ.ნ.თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადატანას საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში;

გ.ნ.ი) საექსპერტო მომსახურების დაფინანსებას;

გ.ო) წარმოდგენილ ფორმა №IV-100/ა-ში პირს უფიქსირდება დიაგნოზი „პრაქტიკულად ჯანმრთელი“;

გ.პ) შესწავლისას დადგინდა, რომ პირის/მისი წარმომადგენლის მოთხოვნა სხვა მუნიციპალური პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების იდენტურია.

გ.ჟ) განცხადების შესწავლის ან გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელს არ ეცნობება გადაწყვეტილება.“;

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ზ“ და „გ.ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დათქმიდან გამონაკლისს წარმოადგენს საყოველთაო წესით დაფინანსებული ისეთი გადაუდებელი შემთხვევები, რომლებზეც მიმწოდებელი, მოდულში გადმოაგზავნის შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, მოსარგებლე პირის გაწერიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.“;

ე) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მიმწოდებლის მიერ დოკუმენტაციის მოდულში ატვირთვისთვის დადგენილი ვადების ცვლილება დასაშვებია, მხოლოდ მოდულში ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო დროით.“;

ვ) მე-8 მუხლის

ვ.ა) მე-3 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 , 32 ,33, 34 პუნქტები:

„31. სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების (გარდა მედიკამენტებისა) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევებში ელექტრონული რეესტრი წარმოებს გადაწყვეტილების გააქტიურების/განაღდების საფუძველზე.

32. მედიკამენტების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში ელექტრონული რეესტრი წარმოებს მხოლოდ განაღდებული ან ნაწილობრივ განაღდებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

33.შემთხვევათა ელექტრონულ რეესტრში დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურების/განაღდების/ნაწილობრივ განაღდების შემთხვევაში.

34. თანხის ასანაზღაურებლად მიმწოდებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, როგორც ელექტრონულ მოდულში ატვირთვის გზით, ისე კანცელარიის მეშვეობით, ამასთან ელექტრონულად და მატერიალურად წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს იდენტური. სხვა შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.“;

ვ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავშესაფრის ბენეფიციარების დაფინანსება განხორციელდება მიწოდებული სამედიცინო მომსახურების/სხვა საჭიროების შესახებ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე