დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016797 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2023; 010250050.35.148.016776) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი კატეგორიის იმ ბენეფიციარებს, რომელთა საცხოვრებელ ადგილად სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში განსაზღვრულია გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია: ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს; ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით დაავადებულ პირებს; გ) ბრონქიალური ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირებს; დ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პირებს; ე) თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომა) მქონე პირს სამედიცინო კოდი H40-დან – H42 ჩათვლით; H42*; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გაფანტული სკლეროზის (G 35) დიაგნოზის მქონე, უნარშეზღუდულობის შკალის მიხედვით 0-დან 6 ქულის ჩათვლით მინიჭებული ბენეფიციარების სამედიცინო კვლევების და მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტი 2000 (ორი ათასი) ლარის ამოწურვამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები