აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
90-IIს
13/06/2024
ვებგვერდი, 14/06/2024
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  2025 წლის ბიუჯეტის  პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 138-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025  წლის ბიუჯეტის პროექტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს 8 087 154  ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 7 487 154 ლარი:

ა.ა) შრომის ანაზღაურება 5 226 216  ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 600 000  ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნება განისაზღვროს 117 საშტატო ერთეულით.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5.  დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                        დავით გაბაიძე

ბათუმი,

2024 წლის 13 ივნისი  

№90-IIს