„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016693
9
13/06/2024
ვებგვერდი, 19/06/2024
300320000.16.009.016693
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2024 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე  და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილების  (ვებგვერდი,  23.12.2020,  სარეგისტრაციო  კოდი: 300320000.16.009.016429) პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უბალანსობის ხარჯის, ცვეთის ხარჯისა და საოპერაციო დანახარჯების გაანგარიშება ხორციელდება საბაზისო წლის აუდირებული მონაცემებისა და რეგულირების პერიოდისათვის საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებით, კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით“ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია განახორციელებს 2021-2026 სატარიფო წლებისთვის დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების კორექტირებას მეთოდოლოგიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასის (მათ შორის, ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობებზე ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის  არსებული სხვაობით გამოწვეული სიჭარბით ან დეფიციტით), ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და მეთოდოლოგიის მე-7 მუხლით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურების კომპონენტის  მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით.“;

ა.გ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2024-2026 წლებისთვის საპროგნოზო უბალანსობის კოეფიციენტი განისაზღვრება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“;

ა.დ) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, კომისია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასებს განსაზღვრავს როგორც საშუალო შეწონილ ფასებს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან შესასყიდი ელექტროენერგიისა და ბაზრის კომერციული ოპერატორისგან შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიის სავარაუდო რაოდენობისა და ფასების გათვალისწინებით.“;

ა.ე) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით და გარანტირებული სიმძლავრის საფასურით კორექტირება აისახება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების განხორციელების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი მიმწოდებლისთვის მომდევნო რეგულირების პერიოდებზე დადგენილ ტარიფებში ეტაპობრივად.“;

ა.ვ) მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული გონივრული მოგება იანგარიშება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის 1.5%-ის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემთხვევაში.“;

ა.ზ) მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2):

ბ.ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უბალანსობის ხარჯის, ცვეთის ხარჯისა და საოპერაციო დანახარჯების გაანგარიშება ხორციელდება საბაზისო წლის აუდირებული მონაცემებისა და რეგულირების პერიოდისათვის საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებით, კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით“  განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“;

ბ.ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია განახორციელებს 2021-2026 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების კორექტირებას მეთოდოლოგიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასის, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და მეთოდოლოგიის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების კომპონენტის მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით.”;

ბ.გ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. 2024-2026 წლებისთვის საპროგნოზო უბალანსობის კოეფიციენტი განისაზღვრება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“;

ბ.დ) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე კომისია საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასებს განსაზღვრავს როგორც საშუალო შეწონილ ფასებს, საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან შესასყიდი ელექტროენერგიისა და ბაზრის კომერციული ოპერატორისგან შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობისა და ფასების გათვალისწინებით.“;

ბ.ე) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით და გარანტირებული სიმძლავრის საფასურით კორექტირება აისახება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების განხორციელების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი მიმწოდებლისთვის მომდევნო რეგულირების პერიოდებზე დადგენილ ტარიფებში ეტაპობრივად.“;

ბ.ვ) მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გონივრული მოგება იანგარიშება საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის 1.5%-ის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემთხვევაში.“;

ბ.ზ) მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

გ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3) მე-8 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე და გასული პერიოდის 12 თვის უმაღლესი საშუალო თვიური ფასის არარსებობის შემთხვევაში, მეთოდოლოგიის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საბაზისო ფასის ნაცვლად გამოიყენება გასული 12 თვის განმავლობაში სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ გასაყიდ საბალანსო ელექტროენერგიაზე დაფიქსირებული უმაღლესი ფასი.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, რეგულირებული საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

დ) „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №4):

დ.ა) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“  შესაბამისად აუდირებული საბაზისო წლის ის საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია.“;

დ.ბ) მე-11 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას კომისია უფლებამოსილია  განახორციელოს საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირება დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშში სახელფასო ფონდთან დაკავშირებული მითითების გათვალისწინებით.“;

დ.გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. დანახარჯების გამიჯვნა (ალოკაცია)

დანახარჯების გამიჯვნა (ალოკაცია) განხორციელდება კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ შესაბამისად.”;

დ.დ) მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია უფლებამოსილია რეგულირებული საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“  V და VI თავების შესაბამისად.“;

დ.ე) 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე მეთოდოლოგიის 22-ე მუხლით განსაზღვრული შემოსავლების კორექტირება იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

ე) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და  საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5):

ე.ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად ტარიფების დადგენის მიზნით ხორციელდება რეგულირებული საწარმოს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ შესაბამისად.“;

ე.ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეთოდოლოგია უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი გადაცემის ტარიფი მოიცავდეს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით, კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით“  განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“;

ე.გ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“  შესაბამისად აუდირებული საბაზისო წლის ის საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია.“;

ე.დ) მე-11 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას კომისია უფლებამოსილია განახორციელოს საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირება დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშში სახელფასო ფონდთან დაკავშირებული მითითების გათვალისწინებით.“;

ე.ე) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რამდენიმე რეგულირებად ან/და სხვა სამეწარმეო საქმიანობებს შორის საერთო დანახარჯების გამიჯვნა განხორციელდება კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით“  განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, რაც წარმოადგენს დანახარჯების მიკუთვნების პირველ ეტაპს.“;

ე.ვ) 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია უფლებამოსილია რეგულირებული საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“  V და VI თავებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“;

ე.ზ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კონკრეტული სატარიფო წლისთვის რეგულირებული საწარმოს მიერ ფაქტობრივად გადაცემული და განაწილებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ოდენობა განსხვავდება დაგეგმილი  ოდენობისაგან ან/და ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ფაქტობრივი მაჩვენებელი განსხვავდება საპროგნოზო მაჩვენებლისგან, კომისია უზრუნველყოფს რეგულირებული საწარმოსთვის ფაქტობრივად გადაცემულ და განაწილებულ ელექტროენერგიაზე დანაკარგების განსაზღვრას დადგენილი ნორმატიული მაჩვენებლით და ახდენს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების შესყიდვის დანახარჯის კორექტირებას, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

ე.თ) 32-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. 2024-2030 სატარიფო წლებისათვის საპროგნოზო უბალანსობის კოეფიციენტი განისაზღვრება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“;

ე.ი) 32-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.  საქმიანობების განცალკევებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედების გათვალისწინებით, კომისია განახორციელებს იმ საოპერაციო დანახარჯების კორექტირებას, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან.“;

ე.კ) 32-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე არანაკლებ სამი თვით ადრე რეგულირებული საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი დანახარჯების შესაბამის ტარიფში ასახვის მიზნით.“;

ე.ლ) 32-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე  ელექტროენერგიის შესასყიდი  ფასი მოიცავს ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს და აღნიშნული ოპერატორების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით გადასახდელ ტარიფებსა და საფასურებს.“;

ვ) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6) მე-14 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია ბაზრის ოპერატორისთვის მომდევნო რეგულირების პერიოდებზე დადგენილ ტარიფებში ასახავს ბაზრის ოპერატორისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თარიღიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე პერიოდში გაწეულ მიზანშეწონილ დანახარჯებს გონივრული ოდენობით.“;

ზ) „ვ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 6​1) მე-14 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური იანგარიშება ამ მეთოდოლოგიით დადგენილი პრინციპების შესაბამისად მე-10 მუხლით განსაზღვრული ფორმულით, სადაც E(t+1) არის ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა, რომელზეც ანაზღაურდება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური შესაბამისი სატარიფო წლისთვის.“;

თ) „ვ2“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის" (დანართი 62):

თ.ა) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგულირებული საწარმო ვალდებულია სატარიფო განაცხადი კომისიას წარუდგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

თ.ბ) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში რეგულირებული საწარმო კომისიაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, კომისიის გადაწყვეტილებით სატარიფო განაცხადი რჩება განუხილველად.“;

თ.გ ) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2024-2025 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდზე უბალანსობის ხარჯების დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებითი გადახრის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის კორექტირება უბალანსობის ხარჯის მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით რეგულირების პერიოდის განმავლობაში ერთხელ.“;

თ.დ) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, მეთოდოლოგიის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშების ფორმულით განსაზღვრული ელექტროენერგიის რაოდენობა (E) იანგარიშება როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში სალტეზე გაცემული (რეალიზებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (კვტსთ).“;

თ.ე) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, რეგულირებული საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო წლის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო წლის ჩათვლით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე