„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 340050000.10.003.024586
192
13/06/2024
ვებგვერდი, 14/06/2024
340050000.10.003.024586
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2024 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2021, 340050000.10.003.023009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ − „ნ“ ქვეპუნქტები:

„კ) აზიის რეგიონი − რეგიონი, რომელიც მოიცავს შემდეგ ქვეყნებს:  არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა, ერაყის რესპუბლიკა, ლიბანის რესპუბლიკა, სირიის არაბული რესპუბლიკა, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, საუდის არაბეთის სამეფო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, ბაჰრეინის სამეფო, ომანის სასულთნო, კვიპროსის რესპუბლიკა, იემენის რესპუბლიკა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, ინდოეთის რესპუბლიკა, ბჰუტანის სამეფო, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა, მალდივების რესპუბლიკა, ბრუნეი დარუსალამი, ტაილანდის სამეფო, ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მიანმარის კავშირის რესპუბლიკა, მალაიზია, ფილიპინების რესპუბლიკა, კამბოჯის სამეფო, სინგაპურის რესპუბლიკა, ინდონეზიის რესპუბლიკა, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა, იაპონია;

ლ) ევროპის რეგიონი − რეგიონი, რომელიც მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სლოვაკეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთის რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, ალბანეთის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ბელგიის სამეფო, ლიხტენშტაინის სამთავრო, ავსტრიის რესპუბლიკა, ირლანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მონაკოს სამთავრო, საფრანგეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, ანდორის სამთავრო, სერბეთის რესპუბლიკა, მალტის რესპუბლიკა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო, ხორვატიის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, მონტენეგროს რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, სან-მარინოს რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ლიეტუვის რესპუბლიკა, დანიის სამეფო, ნორვეგიის სამეფო, ისლანდიის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, ესტონეთის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, სლოვენიის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა;

მ) ამერიკის რეგიონი − რეგიონი, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შემავალ ქვეყნებს;

 ნ) სხვა რეგიონი − რეგიონი, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რაც მითითებული არ არის ამ  მუხლის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში.“.

 2.  მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ ყველა რეგიონში ერთობლივად ან  ბენეფიციარის შერჩევით  არაუმეტეს ორ რეგიონში გაწეული მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოს, სუამისა  და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), თუ ბენეფიციარი განაცხადში მითითებულ რეგიონ(ებ)ში:

ა) მოახდენს მეტი ღვინის (ლიტრი) ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;

ბ) მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარით.“.

3. 5მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონიტორინგგავლილი სავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე სავალდებულო აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ, ხოლო ბენეფიციარი − მცირე ზომის მარნის შემთხვევაში, არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობების შესახებ, რომელიც მომზადებულია სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, ბენეფიციარი არ არის შეზღუდული, შეარჩიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მაღალი უფლებამოსილების მქონე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე