დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 191 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.024585 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022, 410010020.10.003.023798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესში“:
1. მე-8 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ჯიშის გამოცდა უნდა ჩატარდეს გამოცდის გეგმის, ჯიშის მოვლა-მოყვანისა და ჯიშობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელმაც უნდა მოიცვას, სულ მცირე: ა) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ პროტოკოლის მოთხოვნები; ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) მცენარის „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს“ მოთხოვნები; გ) საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-9 პუნქტები: „5. ამ წესის დანართ №1-ში – „სახეობების სია, რომლებიც შეესაბამება (CPVO) ტექნიკურ პროტოკოლს“ ჩამოთვლილი სახეობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 6. ამ წესის დანართ №2-ში – „სახეობების სია, რომლებიც შეესაბამება (UPOV)-ს გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს“ ჩამოთვლილი სახეობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინების გარეშე, ორგანული წარმოებისათვის ვარგისი ორგანული ჯიშები, ერთგვაროვნებისას, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ წესის დანართ №4-ის „ა“ ნაწილში – „სახეობების სიაში“ ჩამოთვლილ სახეობებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამავე დანართის „ბ“ ნაწილით – „სპეციფიკური დებულებები, რომელიც ეხება ორგანული წარმოებისათვის ვარგისი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სახეობების ორგანული ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას“ გათვალისწინებულ პირობებს. 8. სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობასთან დაკავშირებით: ა) ჯიშები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №3-ის „სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის მახასიათებლების“ შესაბამის მოთხოვნებს; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინების გარეშე, ორგანული წარმოებისათვის ვარგისი ორგანული ჯიშები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ წესის დანართ №5-ის „ა“ ნაწილში – „სახეობების ჩამონათვალი“, შესაძლებელია, ასევე შეესაბამებოდეს ამავე დანართის „ბ“ ნაწილს –„შესასრულებელი პირობები – ორგანული წარმოებისათვის ვარგისი ორგანული ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე შეფასებას“. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს ყველა ჯიშობრივი მახასიათებელი და ამ მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოში „*“-ით აღნიშნული ნებისმიერი მახასიათებელი, იმ პირობით, რომ მახასიათებლებზე დაკვირვება შეუძლებელი არ არის სხვა მახასიათებლების გამოვლენის გამო და ამ მახასიათებლების გამოვლენას ხელს არ უშლის ის გარემო პირობები, სადაც ტესტი ტარდება.“. 2. დაემატოს თანდართული შინაარსის №1 - №5 დანართები. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
სახეობების სია, რომლებიც შეესაბამება (CPVO)-ს ტექნიკურ პროტოკოლს (1)
|
დანართი №2
სახეობების სია, რომლებიც შეესაბამება (UPOV)-ს გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს (1)
დანართი №3
სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის მახასიათებლები 1. მოსავლიანობა. 2. მავნე ორგანიზმების მიმართ მდგრადობა. 3. გარემო ფაქტორებთან დამოკიდებულება. 4. ხარისხობრივი მაჩვენებლები. 5. გამოყენებული მეთოდები უნდა დაზუსტდეს შედეგების წარდგენისას. დანართი №4 ნაწილი „ა“ სახეობების სია ქერი; სიმინდი; ჭვავი; ხორბალი. ნაწილი „ბ“ სპეციფიკური დებულებები, რომელიც ეხება ორგანული წარმოებისათვის ვარგისი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სახეობების ორგანული ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას
1. ძირითადი წესი ორგანული წარმოებისათვის ვარგისი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სახეობების ორგანულ ჯიშებზე ვრცელდება შემდეგი: 1.1. განსხვავებულობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით, დაცული და აღწერილი უნდა იყოს ამ წესის №1 და №2 დანართებში მითითებული პროტოკოლებისა და სახელმძღვანელოების ყველა მახასიათებლები. 1.2. ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით, ამ წესის №1 და №2 დანართებში მითითებული პროტოკოლებისა და სახელმძღვანელოების ყველა მახასითებელი უნდა იყოს დაცული და აღწერილი და მახასიათებლებს, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-2 პუნქტში ეხება შემდეგი: ა) ეს მახასიათებლები შეიძლება, შეფასდეს ნაკლებად მკაცრი პირობებით; ბ) თუ ამ მახასიათებლებთან დაკავშირებით ამ პუნქტში გათვალისწინებულია გადახვევა შესაბამისი ტექნიკური პროტოკოლიდან, ჯიშის ერთგვაროვნების დონე მსგავსი უნდა იყოს საყოველთაოდ ცნობილი შესადარებელი ჯიშებისა. 2. ტექნიკური მახასიათებლებიდან გადახვევა 2.1. ქერი ჯიშებისათვის, რომლებიც ეკუთვნის ქერის სახეობას ( Hordeum vulgare L.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO-ს პროტოკოლის CPVO/TP-019/5 DUS მახასიათებლები შეიძლება, განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 5 - კენწრული ფოთოლი: კავების ანტოციანური შეფერილობა CPVO No 8 - კენწრული ფოთოლი: ღარის ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 9 - ფხები: წვეროების ანტოციანური შეფერილობა CPVO No 10 - თავთავი: ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 12 - მარცვალი: ყვავილის კილის ძარღვების ანტოცი შეფერილობა CPVO No 16 - სტერილური თავთავი: მდებარეობა CPVO No 17 - თავთავი: ფორმა CPVO No 20 - ფხა: სიგრძე CPVO No 21 - თავთავის ღერაკის ნაწევარი: პირველი სეგმენტის სიგრძე CPVO No 22 - თავთავის ღერაკის ნაწევარი: პირველი სეგმენტის მოხრილობა CPVO No 23 - შუალედური თავთუნი: თავთუნის და მისი ფხის სიგრძე მარცვალთან თანაფარდობაში CPVO No 25 - მარცვალი: ყვავილის კილის ზურგის მხარის შიდა გვერდითი ძარღვის გამოკვეთა 2.2. სიმინდი ჯიშებისთვის, რომლებიც ეკუთვნის სიმინდის სახეობას (Zea mays L.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO პროტოკოლის CPVO-TP/002/3 DUS მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 1 - პირველი ფოთოლი: ღარის ანტოციანური შეფერილობა CPVO No 2 - პირველი ფოთოლი: წვეროს ფორმა CPVO No 8 - ქოჩოჩი: ყვავილის კილის ანტოციანური შეფერილობა გარდა ფუძისა CPVO No 9 - ქოჩოჩი: მტვრიანების ანტოციანური შფერილობა CPVO No 10 - ქოჩოჩი: კუთხე მთავარ ღერძსა და გვერდით ტოტებს შორის CPVO No 11 - ქოჩოჩი: გვერდითი ტოტების დახრილობა CPVO No 15 - ღერო: საჰაერო ფესვების ანტოციანური შეფერილობა CPVO No 16 - ქოჩოჩი: თავთუნების სიმჭიდროვე CPVO No 17 - ფოთოლი: ღარის ანტოციანური შეფერილობა CPVO No 18 - ღერო: მუხლთაშორისების ანტოციანური შფერილობა CPVO No 19 - ქოჩოჩი: მთვარი ღერძის სიგრძე ყველაზე დაბალი გვერდითი ტოტის ზემოთ CPVO No 20 - ქოჩოჩი: მთავარი ღერძის სიგრძე ყველაზე მაღლა მაღალი გვერდითი ტოტის ზემოთ CPVO No 21 - ქოჩოჩი: გვერდითი ტოტის სიგრძე 2.3. ჭვავი ჯიშებისთვის, რომლებიც ეკუთვნის ჭვავის სახეობას (Secale cereale L.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO პროტოკოლის CPVO-TP/058/1 DUS მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 3 - კოლეოპტილე: ანტოციანური შფერილობა CPVO No 4 - კოლეოპტილე: სიგრძე CPVO No 5 - პირველი ფოთოლი: ღარის სიგრძე CPVO No 6 - პირველი ფოთოლი: ფირფიტის სიგრძე CPVO No 8 - კენწრული ფოთოლი: ღარის ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 10 - კენწრული ფოთლის გვერდითი ფოთოლი: ფირფიტის სიგრძე CPVO No 11 - კენწრული ფოთლის გვერდითი ფოთოლი: ფირფიტის სიგრძე CPVO No 12 - თავთავი: ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 13 - ღერო: შებუსულობა თავთავის ძირში 2.4. ხორბალი ჯიშებისათვის, რომლებიც ეკუთვნის ხორბლის სახეობას ( Triticum aestivum L. subsp. Aestivum.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO პროტოკოლის CPVO-TP/003/5DUS მახასიათებლები შეიძლება, განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 3 - კოლეოპტილე: ანტოციანური შეფერილობა CPVO No 6 - კენწრული ფოთოლი: კავების ანტოციანური შფერილობა CPVO No 8 - კენწრული ფოთოლი: ღარის ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 9 - კენწრული ფოთოლი: ფირფიტის ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 10 - თავთავი: ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 11 - ღერო: ყელის ცვილისებრი ნაფიფქი CPVO No 20 - თავთავი: ფორმა პროფილში CPVO No 21 - თავთავის ღერაკის წვეროს სეგმენტი: შებუსვა გამოზნექილი მხრიდან CPVO No 22 - თავთუნის ქვედა კილი: მხრის სიგანე CPVO No 23 - თავთუნის ქვედა კილი: მხრის ფორმა CPVO No 24 - თავთუნის ქვედა კილი: კბილაკის სიგრძე CPVO No 25 - თავთუნის ქვედა კილი: კბილაკის ფორმა CPVO No 26 - თავთუნის ქვედა კილი: შებუსვა შიდა მხრიდან
დანართი №5 ნაწილი „ა“ სახეობების ჩამონათვალი ქერი; სიმინდი; ჭვავი; ხორბალი.
ნაწილი „ბ“ შესასრულებელი პირობები – ორგანული წარმოებისათვის ვარგისი ორგანული ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე შეფასება 1. გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ტარდება ორგანულ პირობებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის №149 დადგენილება – „ტექნიკური რეგლამენტი ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ; საქართველოს კანონი – „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“). 2. ორგანული სოფლის მეურნეობის სპეციფიკური საჭიროებები და ამოცანები მხედველობაში მიიღება ჯიშების გამოცდისა და გამოცდის შედეგების შეფასებისას. უნდა შემოწმდეს დაავადებისადმი გამძლეობა ან ტოლერანტობა და ადაპტაცია სხვადასხვა ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებთან. 3. იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ გამოცდას ორგანულ პირობებში ან გარკვეული მახასიათებლების შესწავლას, მათ შორის, დაავადებისადმი გამძლეობას, გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი შემდეგი პუნქტის შესაბამისად: ა) იმ უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით, რომელიც ეხება ბიომეცხოველეობას ან ბიომეურნეობას; ბ) დაბალი ხარჯებით და მინიმალური დამუშავებით; გ) სხვა სახელმწიფოში, თუ სახელმწიფოებს შორის დაიდო ორმხრივი შეთანხმებები ორგანულ პირობებში ტესტების ჩასატარებლად. დ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე ჯიში ფასდება დამაკმაყოფილებლად, თუ კატალოგში მიღებული ორგანული წარმოებისთვის შესაფერის სხვა ორგანულ ჯიშებთან შედარებით, მისი თვისებები, მთლიანობაში, გვთავაზობს, კონკრეტულ რეგიონში აშკარა გაუმჯობესებას კულტივირების ან გამოყენების თვალსაზრისით, რაც შეიძლება მიღწეული იყოს კულტურების ან მისგან მიღებული პროდუქტებისთვის. სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მახასიათებლებს, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასა და სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოებასთან, რაც სარგებელს იძლევა ორგანული სოფლის მეურნეობისთვის. 4. სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი ადგენს სხვადასხვა საგამოცდო პირობებს, რომლებიც ადაპტირებულია ბიომეურნეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე და განმცხადებლის მოთხოვნით, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, შეისწავლის სპეციფიკურ ნიშანთვისებებს და მახასიათებლებს, თუ არსებობს გამრავლების მეთოდები. |
დოკუმენტის კომენტარები