საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4279-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.102281
4279-XIVმს-Xმპ
13/06/2024
ვებგვერდი, 27/06/2024
330090000.05.001.102281
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა:

1. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის განხორციელების შემთხვევაში გავიდა მშენებლობის ნებართვის/კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე დამრღვევს განუსაზღვრავს 90-დღიან ვადას სათანადო თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა ამ ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა შესაბამისი განცხადება და აღნიშნულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის სათანადო თანხმობის/ნებართვის თაობაზე განცხადების წარდგენისას არ მოითხოვება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

3. ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით მშენებლობის განხორციელებისას გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.“. 

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1419 მუხლი:

„მუხლი 141​​9. ამ კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

1. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომლის მიმართ 2024 წლის 11 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის.

2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო:

ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც 2024 წლის 1 ივლისამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც 2024 წლის 1 ივლისამდე ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ;

ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომლის მიმართ 2024 წლის 11 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კოდექსის 131-ე მუხლის 11, 12, 21 და 31 ნაწილებითა და 132-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იმ პირის მიმართ, რომელმაც სამშენებლო სამართალდარღვევა ჩაიდინა და რომლის მიმართ ამ მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ ან მიღებულ იქნა დადგენილება დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, განახორციელებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2024 წ.

N4279-XIVმს-Xმპ