დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 05/38 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016064 |
|
„სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016062) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის („სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“):
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრის/წევრების (მათ შორის – სათადარიგო წევრის/წევრების) სავალდებულო პროფესია/სპეციალობა (მაგალითად, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების მიმართულებით ან/და ფილმის ქრონომეტრაჟის მიხედვით).“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით, შემდეგი წესით: ა) თუ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ არის სავალდებულო პროფესია/სპეციალობა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) არცერთი წევრისათვის, ჯერ შეირჩევა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) 5 წევრი, ხოლო შემდეგ – 2 სათადარიგო წევრი; ბ) თუ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სავალდებულო პროფესია/სპეციალობა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ერთი ან რამდენიმე წევრისათვის, თავდაპირველად შერჩევაში მონაწილეობენ მონაცემთა ბაზის მხოლოდ ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე პირებს. კერძოდ, ჯერ შეირჩევიან საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე წევრი/წევრები, ხოლო შემდეგ - სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე სათადარიგო წევრი/წევრები. ამის შემდეგ შეირჩევიან საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხვა წევრი/წევრები და სხვა სათადარიგო წევრი/წევრები; გ) თუ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სავალდებულო პროფესია/სპეციალობა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ყველა წევრისათვის, ჯერ შეირჩევა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) 5 წევრი, ხოლო შემდეგ – 2 სათადარიგო წევრი. შერჩევაში მონაწილეობენ მონაცემთა ბაზის მხოლოდ ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე პირებს.“. 3. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კონკურსის მეორე ეტაპზე შეიძლება გადავიდეს კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი პროექტების ზღვრულ ოდენობაზე არანაკლებ 1,5-ჯერ მეტი და არაუმეტეს ორჯერ მეტი პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) არ მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე საკმარისი რაოდენობის პროექტების გადასვლის შესახებ, კონკურსი ცხადდება ჩაშლილად.“. 4. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, როდესაც საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობისთვის (ჟიურისთვის) გადაცემული საკონკურსო განაცხადების რაოდენობა ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასასვლელი პროექტების რაოდენობის შესახებ იღებს საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) და იგი არ არის შეზღუდული ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 14 ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები