დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის N07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018523 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (3822-XIIIმს-Xმპ, 30/11/2023) საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018262) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების“:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრი უზრუნველყოფს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევის ხელშეწყობას, შეფასებას და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს სთავაზობს სისტემურად ორგანიზებულ ცოდნას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის განვითარების/მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ცენტრი სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემურ მხარდაჭერას. ცენტრი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილების შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0186, ქალაქი თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №31ა.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ1) შეიმუშავებს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) და უზრუნველყოფს ამ გეგმის განხორციელებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები